• კამპანია დახურულია
  • ავადმყოფი ბავშვები
  • გაიხსნა: 11 ნოემბერი, 2019

როცა წამლები ჰაერზე და წყალზე მნიშვნელოვანია!

12 წლის ანზორი გაუთავებლად ტიროდა და ყვიროდა, დედას არ აცლიდა საუბარს. ხან ხელში აყვანას სთხოვდა, ხან ურტყამდა, ხან კბენდა..

როცა წამლები ჰაერზე და წყალზე მნიშვნელოვანია!
შეგროვდა
5 858 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
378
კამპანია გაიხსნა
11 ნოემბერი, 2019
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

ფონდში მუშაობისას ძალიან ბევრი მძიმე ისტორია გვინახავს. მძიმე სენით დაავადებული ბავშვები, რომლებმაც მშობლების ხელში დალიეს სული… მშიერი პატარები, რომლებიც შეშინებულ თვალებით გვიმზერდნენ… სიცოცხლით სავსე ენერგიული ახალგაზრდები – რომლებსაც თითსაც ვერ ამოძრავებდნენ, რომლებიც გრძნობდნენ რომ განწირულები იყვნენ უსუსურობისთვის და ტანჯვისთვის. მაგრამ ანზორი დავითურის და მისი გმირი დედის ამბავმა უბრალოდ გაგვანადგურა. ეს იყო ჩვენთვის ყველაზე მძიმე წუთები…

მაია კი ასე ცხოვრობს უკვე 12 წელია! 100 ათასი საათი უყურებს შვილის წამებას… 400 მილიონი წამი – და თითო წამი მისთვის სიკვდილზე უარესია.

მასთან საუბარი ძალიან რთული აღმოჩნდა. 12 წლის ანზორი გაუთავებლად ტიროდა და ყვიროდა, დედას არ აცლიდა საუბარს. ხან ხელში აყვანას სთხოვდა, ხან ურტყამდა, ხან კბენდა… ეს საშინელება იყო…

– მაია, როდის შეიტყეთ ანზორის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ?

ეს გააკეთა 378 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.