• კამპანია დახურულია
  • ავადმყოფი ბავშვები
  • გაიხსნა: 11 ოქტომბერი, 2019

პატარა ბიჭუნა დიდი გულით!

უკვე 14 წელია, რაც მიხეილს ყოველდღიურად მტანჯველი ტკივილები აწუხებს და მოსვენებას არ აძლევს.

პატარა ბიჭუნა დიდი გულით!
შეგროვდა
6 380 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
353
კამპანია გაიხსნა
11 ოქტომბერი, 2019
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

უკვე 14 წელია, რაც მიხეილს ყოველდღიურად მტანჯველი ტკივილები აწუხებს და მოსვენებას არ აძლევს. 10 ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ მისი მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდა…

ერთმა თირკმელმა ვერ გაუძლო და გაუჩერდა, სუნთქვა და მოძრაობა უჭირს, ხუთვის შეგრძნება კი მის ცხოვრებას აუტანელს ხდის! დედა ყოველ დღე ტირის, ნერვიულობისგან შაქრიანი დიაბეტიც კი გაუჩნდა! „მიშიკო ტკივილ გამაყუჩებელს თუ არ დალევს შეიძლება ჭკუიდან გადავიდეს… ჩემი საბრალო ბიჭუნა…“, — გვითხრა ციურიმ.

-ყოველი დილა ლოცვით იწყება, ღმერთს მის გამოჯანმრთელებას ვევედრები, რომ მას შვება მოჰგვაროს და ტანჯვა შეუმსუბუქოს, მისი გამოჯანმრთელების იმედი გვაჩუქოს… იმედს არ ვკარგავ, რომ კეთილი ადამიანები ჩემს შვილს დაეხმარებიან, მას ხომ ბევრი რამ ესაჭიროება: საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები და რაც ყველაზე მთავარია — წამლები…

-14 წლის წინ ამ ოჯახს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. სრულიად ჯანმრთელ და ბუნჩულა ბიჭს, ზურგზე კუზი ამოეზარდა. მაგრამ ექიმებმა რატომღაც განგაში არ ატეხეს… მიშიკოს მამა გარდაიცვალა, როდესაც ბიჭი ერთი წლის იყო. მარტო დარჩენილ დედას ბინის გაყიდვა და თურქეთში შვილთან ერთად სამკურნალოდ წასვლა მოუწია.

ეს გააკეთა 353 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.