• კამპანია დახურულია
  • ოჯახები
  • გაიხსნა: 2 ოქტომბერი, 2019

ხუთი მცირეწლოვანი ამ ზამთარს ვეღარ გადაიტანს…

რაოდენ დასანანიც არ უნდა იყოს, კაპანაძეების ოჯახის 5 მცირეწლოვანი ბავშვი ამ ზამთარს ვეღარ გადაიტანს!

ხუთი მცირეწლოვანი ამ ზამთარს ვეღარ გადაიტანს…
შეგროვდა
4 885 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
286
კამპანია გაიხსნა
2 ოქტომბერი, 2019
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

ისინი დასაღუპად მშობელმა მამამ გაიმეტა… ბავშვები მუდმივად ავადობენ, სკოლასა და ბაღშიც ვერ დადიან. გამწარებული დედა შველას ითხოვს, სხვა გზა მას არ დარჩენია.

მათი საცხოვრებელი, ნაგავსაყრელს უფრო ჰგავს, ვიდრე სახლს! ბავშვები შიმშილობენ, დედას კი ისიც არ ახსოვს, სრულფასოვნად ბოლოს როდის აჭამა.

უფროსი ძმა არჩილი ამბობს, რომ საჭმლის გარეშეც გაძლებს, ოღონდ პატარა და-ძმებს საკვები ჰქონდეთ. მათ კი მოხარშული მაკარონის მეტი დიდი ხანია არაფერი უჭამიათ. — მე და დედას შეგვიძლია, მხოლოდ წყალი დავლიოთ, აი ბავშვები კი..? — ამბობს არჩილი.

გასული ზამთარი, კაპანაძეების ოჯახმა წვალებით გადაიტანა. ამ ზამთარს კი… დიდი ხანი არ არის, რაც პატარა ელენე კინაღამ არ გაიგუდა, გაციებული იყო და ვერ სუნთქავდა. ეგონათ ვერ გადაარჩენდნენ ბავშვს. მაგრამ ღმერთმა მათ მფარველი ანგელოზი გამოუგზავნა და მან ინჰალატორი და წამლები უყიდა და ბავშვი გადაარჩინა. — ის რომ ჩემი შვილები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, განა უფლისგან არ არის? როგორ არ უნდა მჯეროდეს მისი!, — ტიროდა ჩვენთან საუბრისას ნინო.

ეს გააკეთა 286 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.