„მე გულით ვხედავ“
„კეთილ ადამიანებს გულით ვხედავ“, - ამბობს უსინათლო, მოხუცი ქალბატონი - ანოლიტა იმნაიშვილი.

- შეგროვდა
- 650 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 52
- კამპანია გაიხსნა
- 25 სექტემბერი, 2019
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
ტკივილი, შიში, შიმშილი — ეს ყველაფერი მოხუცი ქალბატონის ყოველდღიურ ცხოვრებას ახლავს თან, მიუხედავად ამისა უფლისა და კეთილი ადამიანების იმედი არ დაუკარგია.
უსინათლობაზე მეტად, მის გულს შვილის მდგომარეობა ამძიმებს. საჭირო მედიკამენტების შეძენაც კი არ შეულიათ, მათ ხომ თვიდან თვემდე თავი სოციალური შემწეობით გააქვთ.
— ანოლიტა, დიდი ხანია ესეთ მდგომარეობაში ხართ, როგორ უმკლავდებით ცხოვრები ამ გამოწვევას?
ანოლიტა: ვერაფერს ვხედავ, თუმცა უკვე შევეჩვიე ასეთ ცხოვრებას. ადრე ვმუშაობდი, ჩემი უსაყვარლესი ძმის გარდაცვალების შემდეგ კი, ნერვიულობის ფონზე დიაბეტი დამემართა და ნელ-ნელა მხედველობაც დავკარგე. დაახლოებით, 16 წლის განმავლობაში ვიტანჯებოდი, ნაწილობრივი მხედველობით, შემდეგ კი სრულად დავბრმავდი. ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. წაქცეულ კაცს ქვა აღმართში დაეწიაო, ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. უამრავმა ავადმყოფობა ერთდროულად იჩინა თავი, დიაბეტმა ამ ყველაფრის პროვოცირება მოახდინა და ფაქტობრივად უძლური გავხდი. ჩემს შვილს ძველებურად ესაჭიროება დედის დახმარება, მაგრამ სამწუხაროდ, მე მას უკვე ვერაფერში ვეხმარები.
ეს გააკეთა 52 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.