„განა ეს ცხოვრებაა? ეს ჯოჯოხეთია!“
16 წელია, რაც საწოლსაა მიჯაჭვული! მძიმე წარმოსადგენია, 78 წლის მძიმე ავადმყოფი ნინო თარგამაძე, რომ ამ კოშმარში ცხოვრობს.

- შეგროვდა
- 300 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 27
- კამპანია გაიხსნა
- 12 სექტემბერი, 2019
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
2003 წელს ის უბრალოდ იატაკზე დაეცა და დამოუკიდებლად ადგომა ვეღარ შეძლო. ქალს ფეხები წაერთვა.
გარდა ამისა, დროთა განმავლობაში ნინო თარგამაძეს სხეულის მარჯვენა მხარე გაუკავდა. წარმოიდგინეთ, მას არ შეუძლია დამოუკიდებლად ჭამოს, დაიბანოს და ჩაიცვას… ამის მიზეზი კი დიაბეტი და გულის პრობლემებია.
„ყველა უბედურება ჩემი ქმრის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, მე ის დავკარგე, დავკარგე საყრდენი და იმედი… მან თან გაიყოლა ჩემი გულის, ჩემი ცხოვრების ნახევარი. მაგრამ ჩვენ ქალიშვილი დაგვრჩა და მისი მარტო მიტოვების უფლება არ მქონდა. თავიდან მე მას ვუვლიდი, ახლა კი, უკვე 16 წელია, რაც ის მივლის და ზრუნავს ჩემზე. საბრალომ, პედაგოგიური ინსტიტუტი დაასრულა, მაგრამ ჩვენს პრობლემებში ჩაეფლო და პროფესიით მუშაობა ვერ შეძლო“, — იხსენებს უბედური ქალი. ნინო თარგამაძე თავის ცხოვრებას ჯოჯოხეთს უწოდებს. ამბობს, რომ დის დაკრძალვაზეც კი ვერ წავიდა.
-თქვენ, ხანგრძლივი ცხოვრება განვლეთ, ყველაზე მეტად ახლა რა გინდათ?
ეს გააკეთა 27 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.