„უნდა დავაფასოთ თითოეული დღე და უფალს მადლობა ვუთხრათ!“
„ეს ბავშვები რომ გაჩნდნენ, ყველა თანაგრძნობას გამოხატავდა, თუმცა მე არ ჩამომიშვია ხელი და პირნათლად ვასრულებ დედის მოვალეობას.

- შეგროვდა
- 1 233 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 83
- კამპანია გაიხსნა
- 9 სექტემბერი, 2019
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
42 წლის ესენია ბატიაშვილი 4 შვილის დედაა. ორი მათგანი, სამწუხაროდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. ახალგაზრდა ქალი მარტო ზრდის ბავშვებს, ძალ-ღონეს არ იშურებს მათთვის, მაგრამ მატერიალური სიდუხჭირე არ იძლევა შესაბამისი მოვლის და მკურნალობის საშუალებას.
ტყუპები — ანასტასია და ნიკოლოზი 8 წლის წინ დაიბადნენ. გოგონა ჰიდროცეფალიით არის დაავადებული, არ შეუძლია საუბარი, ვერ გადაადგილდება, არ აქვს მხედველობა, მიჯაჭვულია საწოლს. მისი ძამიკო კი ცერებრული დამბლით დაიბადა, შეუძლია მხოლოდ ხოხვა და ეტლით გადაადგილება.
„ეს ბავშვები რომ გაჩნდნენ, ყველა თანაგრძნობას გამოხატავდა, თუმცა მე არ ჩამომიშვია ხელი და პირნათლად ვასრულებ დედის მოვალეობას. დიახ, მძიმეა ორი ავადმყოფი შვილის მოვლა, მაგრამ მათთან ურთიერთობა ჩემთვის არის დიდი სიხარული. ისინი მასწავლიან ძალიან ბევრ რამეს. აი, თუნდაც იმას, რომ უნდა დავაფასოთ თითოეული დღე და უფალს მადლობა ვუთხრათ. იცით, ანასტასიას ერთი გაღიმება ჩემში ისეთ ბედნიერებას იწვევს, როგორც ჩვეულებრივი ბავშვის დიდი წარმატება, ჩემი ტყუპები ხომ განსაკუთრებული ბავშვები არიან“,- ამბობს ესენია ბატიაშვილი.
-რა პრობლემებს აწყდებით და რა გაწუხებთ ამჟამად ყველაზე მეტად?
ეს გააკეთა 83 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.