საქართველოს დამსახურებული მშენებელი შველას ითხოვს!
ნერვიულობის ფონზე ბატონ ომარს სისხლძარღვების დაავადება დაემართა. სამწუხაროდ, მას ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

- შეგროვდა
- 480 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 42
- კამპანია გაიხსნა
- 31 დეკემბერი, 2018
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
ჩვენი ფონდის ბენეფიციართა შირის მრავალად არიან ადამიანები, რომლებმაც ქვეყნის განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. სამწუხაროდ, დღეს ისინი სავალალო მდგომარეობაში არიან და სიცოცხლის უკანასკნელ წლებს სიდუხჭირეში ატარებენ.
ომარ კვენიტაძე საქართველოს დამსახურებული მშენებელია. მას არაერთ მნიშვნელოვან პროექტში აქვს მიღებული მონაწილეობა. ბატონი ომარი აშენებდა სკოლებს, საცხოვრებელ სახლებს, მიკრორაიონებს. მას უამრავი დიპლომი აქვს მიღებული. ყველაზე მეტად ამაყობს სიგელით, რომელიც ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მშენებლობაში შეტანილი წვლილის გამო მიიღო. სიგელს იგი დღემდე ბალიშის ქვეშ ინახავს და ძალიან უფრთხილდება.
სანამ მუშაობდა, ბატონ ომარის ოჯახს არაფერი აკლდა. ერთ საბედისწერო დღეს მან მძიმე ტრავმა მიიღო და მხედველობა დაკარგა. ოჯახმა ყველაფერი გაყიდა, რათა ავადმყოფისთვის აუცილებელი მკურნალობა ჩაეტარებინა. კვენიტაძეები საცხოვრებლად ნაქირავებ ბინაში გადავიდნენ.
ნერვიულობის ფონზე ბატონ ომარს სისხლძარღვების დაავადება დაემართა. სამწუხაროდ, მას ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ოჯახი საარსებო სახსრების გარეშე აღმოჩნდა. ქირის გადახდა ვეღარ შეძლეს და ომარი მეუღლესთან ერთად ბედის ანაბარა დარჩა.
ეს გააკეთა 42 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.