ახალ წელს უსახლკაროდ დარჩენილნი
2017 წლის 24 ოქტომბერი ღლონტების ოჯახისთვის საბედისწერო აღმოჩნდა - დაიწვა მათი ორსართულიანი სახლი.

- შეგროვდა
- 1 870 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 109
- კამპანია გაიხსნა
- 28 დეკემბერი, 2018
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
2017 წლის 24 ოქტომბერი ღლონტების ოჯახისთვის საბედისწერო აღმოჩნდა — დაიწვა მათი ორსართულიანი სახლი. ახლა ექვს სულიანი ოჯახი ფაქტიურად ქუჩაშია დარჩენილი და ახალ წელს უმძიმეს პირობებში ხვდება.
ღლონტების ოჯახს არაფერი გააჩნია, გარდა იმედისა! ამ ადამიანებს სჯერათ, რომ ბევრი ჩვენი თანამემამულე გულთან ახლოს მიიტანს მათ გასაჭირს და დახმარების ხელს გაუწვდის!
ჩვენ გვწამს სიკეთის და სწორედ ამიტომ ვაქვეყნებთ ამდაგვარ ისტორიებს. დიახ, შეუძლებელია გულგრილად უყურო ადამიანის გასაჭირს, ყურადღება არ მიაქციო მის სულიერ თუ ფიზიკურ ტკივილს, მითუმეტეს რომ არავინაა დაზღვეული ბედის უკუღმართობისგან.
მეგობრებო, შეხედეთ ამ ფოტოს, ამ არაჩვეულებრივ ბავშვებს! განა მათ რამე დააშავეს?! სამწუხაროდ, ისინი დღეს გასაჭირში არიან და თითოეული ჩვენგანის თანადგომას და დახმარებას საჭიროებენ! ჩვენ გვაქვს იმედი, რომ საახალწლო სუფრაზე წარმოთქმული სადღეგრძელოები, მათ შორის ბავშვების კეთილდღეობაზე, ცხოვრებაში რეალურ ადრესატს იპოვიან!
ეს გააკეთა 109 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.