• კამპანია დახურულია
  • ავადმყოფი ბავშვები
  • გაიხსნა: 21 დეკემბერი, 2018

ღმერთმა მისი სიცოცხლე მაჩუქა

ზოგი ადამიანი ისე იტანჯება, საშინელ სიზმარშიც რომ არ დაგვესიზმრება!

ღმერთმა მისი სიცოცხლე მაჩუქა
შეგროვდა
4 563 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
323
კამპანია გაიხსნა
21 დეკემბერი, 2018
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

როდესაც რაღაც გვაწუხებს და ცუდად ვართ, გვგონია, რომ ეს ტანჯვა არასოდეს დასრულდება. ღმერთს ვეკითხებით, რის გამო დავიმსახურეთ ასეთი განსაცდელი. ამ დროს ვერც კი წარმოვიდგენთ, რომ ზოგი ადამიანი ისე იტანჯება, საშინელ სიზმარშიც რომ არ დაგვესიზმრება!!!

8 წლის წინ შვილის დაბადებით გამოწვეული სიხარული რობაქიძეების ოჯახში დარდმა შეცვალა. მათე დღენაკლული დაიბადა – 6 თვის. სულ რაღაც 1,5 კილოგრამს იწონიდა. ბავშვის გადარჩენა ექიმებმა შეძლეს, მაგრამ პატარას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

„საშინელებაა, როდესაც შენი შვილის ტანჯვას უყურებ და არ გაგაჩნია საშუალება უშველო მას. მათეს საუბარი არ შეეძლო, ვერც გვაგებინებდა რა აწუხებდა“ – გვითხრა ნანამ, მათეს დედამ.

უფროსი ძმები და მშობლები არ კარგავდნენ იმედს, რომ ღმერთი საწაულს მოახდენდა და მათეს გამოჯანმრთელებაში დაეხმარებოდა. ყველაფერი გაყიდეს რაც ებადათ და ბავშვის სამკურნალოდ დახარჯეს. უფროსმა ბიჭებმაც ყველაფერზე უარი თქვეს ძმის გამო. სულ მათეს გვერდით იყვნენ და სასწაულის სჯეროდათ…

ეს გააკეთა 323 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.