• კამპანია დახურულია
  • ავადმყოფი ზრდასრულები
  • გაიხსნა: 19 დეკემბერი, 2018

39-წლიანი ბრძოლა სიცოცხლისთვის

აი, ასე დაატარებს ხელით დედა თავის შვილს, რომელიც ვერ ხედავს, ვერ დადის, ვერ საუბრობს და ეს ყველაფერი უკვე 39 წელია რაც გრძელდება.

39-წლიანი ბრძოლა სიცოცხლისთვის
შეგროვდა
3 240 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
227
კამპანია გაიხსნა
19 დეკემბერი, 2018
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

უკვე 39 წელია, რაც ანა სორდია საშინელი ტკივილებისგან იტანჯება, მისი სხეული იმდენადაა დეფორმირებული, რომ ექიმები ვერ ადგენენ — რომელ მხარესაა გული, ფილტვები თუ კუჭი. ანა ვერ ხედავს, პრაქტიკულად არ ესმის, არ შეუძლია საუბარი, ხშირად კომაში ვარდება, პერიოდულად ემართება კრუნჩხვები, ხოლო გულის უკმარისობის ფონზე, ბრონქიალური ასთმის შეტევები მას, უბრალოდ, ახრჩობს… და ასე გრძელდება 39 წელი!

ანას დედამ მთელი თავისი სიცოცხლე შვილს მიუძღვნა, ერთი წუთითაც არ ჰქონია შვება, სულ გამუდმებულად იბრძვის ქალიშვილის სიცოცხლისთვის… ღმერთმა ყველას აშოროს იმ მდგომარეობის გადატანა, რასაც ეს ქალი ახერხებს… როდესაც საკუთარი თვალით უყურებს ქალიშვილის ტანჯვას და მის თითოეულ ამოსუნთქვას „ყარაულობს!“

იგი ოცნებობდა ბედნიერ ცხოვრებაზე, ჯანმრთელ შვილებზე, ლამაზ სახლზე, თუმცა განგებამ მწარე ხვედრი არგუნა.

„თითქოს ვიღაცამ დანა ჩამარტყა — აი, ასეთი შეგრძნება მაქვს, — ამბობს მთვარისა… დავამთავრე საფერშლო, თუმცა ექთნად არასდროს მიმუშავია, ვისთვის უნდა დამეტოვებინა ჩემი შვილი, მას ხომ დილიდან საღამომდე განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ადრე ვართმევდი თავს, მაგრამ ახლა ძალიან მეშინია… პენსიაზე ვარ, ასაკს თავისი გააქვს, მაღალი წნევა დამჩემდა, მაგრამ ყველაზე მეტად მაღელვებს ის, თუ რა ეშველება ჩემს ანას?! ღმერთო, მომეც ძალა, რომ რაც შეიძლება მეტ ხანს ვიყო ჩემი გოგოს გვერდით და ერთად გავუძლოთ ამ ტანჯვას“.

ეს გააკეთა 227 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.