აჩუქეთ მოხუცებს შობის დღესასწაული!
«ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“.

- შეგროვდა
- 2 632 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 143
- კამპანია გაიხსნა
- 13 დეკემბერი, 2018
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
მოწყალება ღვთის არსის თვისება და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული სათნოებაა. ეს არის მოყვასისადმი სიყვარულის გამოვლინება და ჭეშმარიტ რწმენასთან ერთად, აუცილებელი პირობაა ადამიანის სულის ცხონებისა: «ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“… ეს ციტატა „მათეს სახარებიდან“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სწორედ წინა საშობაო დღეებში!…როდესაც ჩვენ ამ ადამიანების მოსანახულებლად მივდივართ, მათ საცხოვრებელში, რომელსაც რთულია სახლი თუ ბინა უწოდო, ერთი და იგივე სურათს ვხედავთ: ოდნავ მბჟუტავი ნატურა, ობმოკიდებული კედლები, დამწუხრებული და დაღვრემილი სახეები, სასოწარკვეთილი გამომეტყველება და… სამწუხარო დასასრულის მოლოდინი.
ამ „სახლების“ მაცხოვრებლები ხანდაზმული ადამიანები არიან, ზოგჯერ მათი ზუსტი ასაკის დადგენაც კი შეუძლებელია. თუ კარგად ჩავხედავთ მათ გატანჯულ თვალებში, აუცილებლად დავინახავთ განვლილი ცხოვრების იმ რთულ, მაგრამ საინტერესო გზას, რომელიც გამოიარეს და რომელსაც გულისფანცქალით იხსენებენ.
რა დასამალია და… ბევრი ჩვენგანი გაურბის მარტოხელა მოხუცებთან ურთიერთობას. რამდენ ახალგაზრდას ვიცნობთ, რომლებიც ფიქრობენ, რომ არასდროს დაბერდებიან ან თუ ოდესმე დაბერდებიან, შვილები და შვილიშვილები მოუვლიან… მაგრამ არავინ იცის რა და როგორ იქნება ხვალ, ხომ გსმენიათ — ღვთის გზები შეუცნობელია!
ჩვენ ვცდილობთ, რომ მხოლოდ პოზიტიური ემოციებით დავიტვირთოთ თავი. ეს უკვე ერთგვარ „მოდად“ იქცა და მის დევნაში, ხშირად შეგნებულად ვარიდებთ თვალს იმ მწარე სინამდვილეს, რომელიც ჩვენს ირგვლივ არის. გვინდა თუ არა, ეს სინამდვილე არსებობს და მას თვალი უნდა გავუსწოროთ. დიახ, სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენს გვერდით ვიღაც შიმშილობს, ვიღაც სასოწარკვეთისგან სტირის, ვიღაც კი — სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ითვლის…
ეს გააკეთა 143 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.