• კამპანია დახურულია
  • ოჯახები
  • გაიხსნა: 12 დეკემბერი, 2018

«საჭმელი – ყველაზე კარგი საჩუქარია“

გინახავთ მშიერი ბავშვების თვალები? რომლებიც თოვლის ბაბუას საჩუქრების ნაცვლად პროდუქტებს სთხოვენ?

«საჭმელი – ყველაზე კარგი საჩუქარია“
შეგროვდა
931 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
84
კამპანია გაიხსნა
12 დეკემბერი, 2018
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

გინახავთ მშიერი ბავშვების თვალები? რომლებიც თოვლის ბაბუას საჩუქრების ნაცვლად პროდუქტებს სთხოვენ?

ალბათ არც გინახავთ… ალბათ არც დაიჯერებთ.

მარსიდან გამოგზავნილი ფოტოებით აღფრთოვანებას ვერ ვმალავთ, გვაინტერესებს – არის თუ არა წითელ პლანეტაზე წყალი, და ამ დროს, ძნელი დასაჯერებელია, რომ ევროპულ საქართველოში, ვინმე პურის ნატეხზე ოცნებობს!

სადაც ეს ბავშვები ცხოვრობენ, პირობითად შეიძლება სახლი ვუწოდოთ. ძნელი სათქმელია, ის ნახევრად დაუმთავრებელია თუ ნახევრად დანგრეული. სახურავი წლების წინ ქარმა მოგლიჯა და ოჯახი დღემდე ვერ ახერხებს მის შეკეთებას. ორი ოთახია, რომლებიც საცხოვრებლად გამოდგება, რომლებიც წვიმისა და ქარისგან არიან დაცული.

ეს გააკეთა 84 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.