საახალწლო საჩუქრები
სულ მალე ახალი წელი შემოაბიჯებს - ყველაზე მხიარული და სიურპრიზებით აღსავსე დღესასწაული!

- შეგროვდა
- 632 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 37
- კამპანია გაიხსნა
- 11 დეკემბერი, 2018
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
სულ მალე ახალი წელი შემოაბიჯებს — ყველაზე მხიარული და სიურპრიზებით აღსავსე დღესასწაული! განსაკუთრებით იგი ბავშვებს უხარიათ, რომლებიც მოუთმენლად მოელიან თოვლის ბაბუას, საჩუქრებს და სურვილების ასრულებას.
სამწუხაროდ, ბევრი ბავშვისთვის ახალი წლის დადგომა უფერულად ჩაივლის. მათ სახლში არც ნაძვის ხე დაიდგმება, არც ტკბილეული იქნება და თოვლის ბაბუაც არ შემოაღებს კარს…
სოციალურად დაუცველ ოჯახებს არ გააჩნიათ მატერიალური საშუალება, რომ შვილებს „საახალწლო გარემო“ შეუქმნან სახლში და აუსრულონ მათ ნანატრი სურვილები. ზოგი ბავშვი სათამაშო ავტომანქანაზე ოცნებობს, ზოგი- კონსტრუქტორზე, ზოგი ბარბის ნატრობს, ზოგიც- ტრანსფორმერს…
დაგვეთანხმებით, ეს არცთუ ისე „ძვირადღირებული“ სურვილებია!
ეს გააკეთა 37 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.