• კამპანია დახურულია
  • მარტოხელა მოხუცები
  • გაიხსნა: 7 დეკემბერი, 2018

მოხუცი და-ძმა შველას ითხოვს

რამდენიმე წლის წინ ბატონ სულიკოს მეუღლე გარდაეცვალა, ხოლო ნერვიულობის ნიადაგზე მან მხედველობა დაკარგა...

მოხუცი და-ძმა შველას ითხოვს
შეგროვდა
2 412 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
166
კამპანია გაიხსნა
7 დეკემბერი, 2018
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

„ადრე მეგონა, რომ ვერაფერს ვასწრებ, რომ ცხოვრება ხანმოკლეა, ხოლო როდესაც მარტოხელა და უძლური ხარ, მაშინ დრო უსასრულოდ იწელება. ამას შევეჩვიე უკვე… ვიცი, მუდმივი არაფერია, ამიტომ მინდა, რომ ცხოვრების ბოლო წლები ღირსეული ადამიანივით ვიცხოვრო და არა ქუჩის მაწანწალა ძაღლივით…“ — ეს სიტყვები 80 წლის სულიკო ნიქაბაძეს ეკუთვნის.

იგი დაიბადა სოფელ ფარცხანაყანებში, წლების განმავლობაში ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელი იყო, 22 წელი წყალტუბოს სპორტსკოლას ხელმძღვანელობდა. სწორედ მისი უშუალო მეცადინეობით აშენდა ქალაქის ცენტრალური სტადიონი, რომელიც ადგილობრივთა და დამსვენებელთა საყვარელი გასართობი ადგილი იყო დიდი ხნის მანძილზე.

ბატონმა სულიკომ საინტერესო ცხოვრების გზა განვლო, ბევრი სასიკეთო რამ გააკეთა თავისი ქვეყნისთვის და ქალაქისთვის, თუმცა სიბერის ჟამს იგი ყველასაგან დავიწყებული აღმოჩნდა…

რამდენიმე წლის წინ ბატონ სულიკოს მეუღლე გარდაეცვალა, ხოლო ნერვიულობის ნიადაგზე მან მხედველობა დაკარგა… ერთადერთი ახლობელი ადამიანი, ვინც მას დარჩა, ეს არის მისი 90 წლის და ვენერა, რომელიც დაავადებულია სკლეროზის მძიმე ფორმით.

ეს გააკეთა 166 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.