საახალწლო სადილი
ჩვენ დიდი ენთუზიაზმით ვემზადებით სადღესასწაულო სადილისთვის, რომელიც ტრადიციულად ფონდის ბენეფიციარებისთვის ეწყობა!

- შეგროვდა
- 474 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 31
- კამპანია გაიხსნა
- 5 დეკემბერი, 2018
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
მიუხედავად იმისა, რომ ახალი წლის დადგომამდე სამ კვირაზე მეტია დარჩენილი, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე უკვე შეუდგა მზადებას, იქნება ეს საახალწლო სუფრის „დაგეგმვა“ თუ საჩუქრების შერჩევა…
ჩერნოვეცკის ფონდშიც წინასაახალწლო განწყობა სუფევს. ჩვენ დიდი ენთუზიაზმით ვემზადებით სადღესასწაულო სადილისთვის, რომელიც ტრადიციულად ფონდის ბენეფიციარებისთვის ეწყობა!
საახალწლო სადილი — ეს არ არის მხოლოდ პროდუქტების თუ მზა სადილის დარიგება. ეს არის საქველმოქმედო აქცია, რომელიც პირველ რიგში მიზნად ისახავს გასაჭირში ჩავარდნილი თანამოქალაქეების სულიერ თანადგომას!
ჩვენს ბენეფიციარებს შორის მრავლად არიან ხანდაზმული ადამინები, რომლებიც სიცოცხლის უკანასკნელ წლებს მარტოობაში და სიდუხჭირეში ატარებენ. ისინი მოკლებულნი არიან საოჯახო გარემოს, ნათესავებს, მეგობრებს, მათ არავინ არსად იწვევს, არაფერს ჩუქნის… ეს ადამიანები იმდენად გაუსაძლის ვითარებაში ცხოვრობენ, რომ სუპის თუ კარტოფილის პიურეს მომზადების საშუალებაც კი არ აქვთ, იყინებიან ცივ ოთახში და სასწაულის მოლოდინში არიან.
ეს გააკეთა 31 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.