მშიერი ბავშვობა
რა დააშავეს ამ ბავშვებმა ისეთი, რომ სიდუხჭირე მათი ცხოვრების თანმხვედრი გახდა?!

- შეგროვდა
- 1 668 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 99
- კამპანია გაიხსნა
- 5 დეკემბერი, 2018
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
ეს ჩვენი შვილებია, ეს საქართველოს შვილებია, რომლებიც დახმარებას ითხოვენ! მათ უაღრესად მძიმე პირობებში უხდებათ ცხოვრება და ჯერ-ჯერობით არანაირ „გამონათებას“ არ აქვს ადგილი. რა დააშავეს ამ ბავშვებმა ისეთი, რომ სიდუხჭირე მათი ცხოვრების თანმხვედრი გახდა?!
გიორგი 14 წლისაა, ანი — 11 წლის, გოგი- 7 წლის, საბა- 4 წლის, ხოლო ანდრიას ამასწინათ 2 თვე შეუსრულდა. მათ ხშირად აკლიათ ნორმალური კვება, ტანსაცმლის უქონლობის გამო აცდენენ გაკვეთილებს, არ აქვთ სათანადო მკურნალობა… ეს ბავშვები მოკლებულნი არიან სათამაშოებს, გართობას, წიგნებს და საღამოებს ელექტროღუმელთან ატარებენ. თუ მშობლები ვერ გადაიხდიან სინათლის ფულს, მაშინ ეს „სიამოვნებაც“ აღარ ექნებათ!
„ჩვენ გვჯერა თოვლის პაპის — გვითხრეს ბავშვებმა. კარგად ვიქცევით, მშობლებს ვუჯერებთ, ვეხმარებით მოხუც მეზობელს პურის მოტანაში… მაგრამ თოვლის პაპა ჩვენთან რატომღაც მაინც არ მოდის, ჩვენ არასდროს მიგვიღია საჩუქრები…თუ ვინმე კამფეტს გვაჩუქებს, სამ ნაწილად ვყოფთ, გიორგი დიდია და ჩვენ გვითმობს, ხოლო ანდრიასთვის არ შეიძლება ჯერ…“.
ზურაბ ტივაძე, ბავშვების მამა, სასოწარკვეთაშია. ადრე მას ჰქონდა ავეჯის სარემონტო საამქრო, ჰყავდა ავტომობილი, გააჩნდა შემოსავალი, მაგრამ ყველაფერის გაყიდვა მოუწია, რომ ბავშვებისთვის საკვები და წამალი ეყიდა. აი, რას გვიყვება ზურაბი: „მე მეუღლემ მიმატოვა. მაშინ მის სახლში ვცხოვრობდი, სამ შვილთან ერთად გადავბარგდი ბებიასთან, რომელიც წეროვნის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს… შემდეგ გავიცანი ჩემი ოცნების ქალი, შევირთე ის ცოლად, ვიშვილე მისი ვაჟი… ნატალია გახდა ჩემი შვილებისთვის მზრუნველი დედა, მე კი ჩემი მხრიდან ყურადღებას არ ვაკლებ მის ბიჭს… ორიოდე თვის წინ კი საერთო ვაჟი შეგვეძინა! ჩვენ არავინ გვეხმარება. მესმის, რომ ყველას თავისი პრობლემები აქვს….ამიტომ მხოლოდ ღმერთის იმედი მაქვს“.
ეს გააკეთა 99 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.