• კამპანია დახურულია
  • ავადმყოფი ზრდასრულები
  • გაიხსნა: 2 დეკემბერი, 2018

ილოცეთ, რომ ხათუნას ტკივილები შეუმსუბუქდეს!

ხათუნა ოცნებობს მეგობრების შეძენაზე, რათა გაუზიაროს თვისი ტკივილი და სევდა. მას სჯერა, რომ სასწაულები ხდება და ოცნებებიც სრულდება!

ილოცეთ, რომ ხათუნას ტკივილები შეუმსუბუქდეს!
შეგროვდა
4 238 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
395
კამპანია გაიხსნა
2 დეკემბერი, 2018
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

ხშირად, როდესაც რაღაცით უკმაყოფილონი ვართ, წუწუნი არ უნდა დავიწყოთ, რამეთუ ხვალ ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება. სხვანაირად არც კი შეიძლება რომ იყოს, რადგან ის ვინც სიკეთეს თესავს, ორმაგად მოიმკის!

თუ თქვენ სევდა მოგეძალათ, გაიხსენეთ ხათუნას ისტორია, რომელსაც გასულ წელს ერთად დავეხმარეთ! აი, ვის უჭირს დღეს რეალურად! აი, ვინ საჭიროებს ჩვენს თანადგომას და მხარდაჭერას!

„ვფიქრობ, განვიცდი, ვტირი, ვყვირი, მტკივა“,- ეს სასოწარკვეთილი სიტყვები 26 წლის ხათუნა ლემსაძეს ეკუთვნის, რომელიც ყოველდღე ებრძვის სიკვდილს! კრუნჩხვები იმდენად ხშირად აქვს, რომ ძვლების დეფორმაცია დაეწყო!

ხათუნას შესახებ ჩვენ გასულ წელს გიამბეთ, როდესაც მის დასახმარებლად გამოვაცხადეთ საქველმოქმედო აქცია https://chernovetskyifund.ge/ru/projects/finished/230-lemsadze/

ეს გააკეთა 395 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.