ჩვენთვის არავის სცალია…
შიმშილის გამო ის ზოგჯერ საწოლიდან წამოდგომასაც ვერ ახერხებს...

- შეგროვდა
- 737 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 64
- კამპანია გაიხსნა
- 30 ნოემბერი, 2018
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
მზია ციხიშვილს ძალიან მძიმე ცხოვრება აქვს. ერთ დროს იგი სიცოცხლით სავსე და ენერგიული ქალბატონი იყო. მუშაობდა და ბევრ სიკეთეს აკეთებდა სრულიად უცნობი ადამიანებისთვის. მშივრებს აპურებდა, ტანისამოსს აძლებდა უპატრონო ბავშვებს, ეხმარებოდა მარტოხელა მოხუცებს საოჯახო საქმეებში…
მაგრამ, სამწუხაროდ ამ უსაზღვრო სიკეთისა, ცხოვრება მის მიმართ უსამართლო აღმოჩნდა და მას უამრავი განსაცდელი მოუვლინა. მას ჯერ სახსრებზე დაეწყო პრობლემები, ყოველი მოძრაობა მას დიდ ტკივილს აყენებდა ამის გამო მუშაობა ვეღარ შეძლო და მალე მთელი დანაზოგი ამოეწურა. შემდეგ ინსულტი მოუვიდა… მზიამ სიარული ვეღარ შეძლო და გადაადგილება მხოლოდ ეტლის დახმარებით შეუძლია.
მზია თბილისში, ნაძალადევის რაიონში ცხოვრობს ერთ პატარა ოთახში, რომელიც თითქოს ეს ესაა უნდა ჩამოინგრეს… აქ ყველაფერი ძველი და გამოუსადეგარია. კედლები დაბზარულია, ჭერიდან ცვივა ბათქაში, ნესტის გამო ყველაფერს ობი აქვს მდებული…
სამზარეულო, აბაზანა და საპირფარეშო ერთ ოთახშია განლაგებული, რომელიც ადამიანის საცხოვრებელს საერთოდ არ გავს! აქ არც გათბობაა, არც ელემენტარული პირობები. ზამთარში ამ საცხოვრებელში საშინლად ცივა, ხოლო ზაფხულში სიცხისგან სუნთქვაც კი შეუძლებელია. ძნელი წარმოსადგენია თუ რას განიცდის ყოველდღიურად ქალბატონი მზია, როდესაც აქ უბრალოდ ხელ-პირის დასაბანად შედის…
ეს გააკეთა 64 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.