მზია პაპიაშვილი
ხანდაზმულ ასაკში თავი იჩინა უამრავმა დაავადებამ. მას აწუხებს ათეროსკლეროზი, ენცეფალოპათია, ქოლეცისტიტი, კატარაქტა, გადატანილი აქვს ინსულტი...

- შეგროვდა
- 371 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 28
- კამპანია გაიხსნა
- 25 ნოემბერი, 2018
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
მეგობრებო, განვაგრძობთ აქციას „იშვილე მშობელი“, რომელიც რამდენიმე თვის წინ წამოვიწყეთ.
არ არის დასამალი, რომ მარტოხელა ხანდაზმული ადამიანები საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად კატეგორიას წარმოადგენენ. ჩვენი ფონდი ყოველდღიურად 500-ზე მეტ მოხუცს უწევს დახმარებას, მაგრამ ამავე დროს არ იქნება ურიგო, რომ საზოგადოებამაც მიაქციოს მათ ყურადღება და გაუწოდოს დახმარების ხელი!
საქმე ის არის, რომ გარდა სამედიცინო-ჰიგიენური დახმარებისა, რასაც ისინი იღებენ ჩვენი ფონდის მედპერსონალისგან, მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ყურადღება საზოგადოების მხრიდან, მათი ღვაწლის დაფასება და შეგრძნება, რომ ისინი არ არიან მიტოვებულნი!
ჩვენ ვიტოვებთ იმის იმედს, რომ გულთან ახლოს მიიტანთ ამ ადამინების მდგომარეობას და დახმარებას გაუწევთ მათ!
ეს გააკეთა 28 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.