• კამპანია დახურულია
  • ოჯახები
  • გაიხსნა: 13 ნოემბერი, 2018

ცხოვრება ვაგონში

4 მცირეწლოვანი ბავშვი და მათი მშობლები ვაგონში ცხოვრობენ. დიახ, ეს მათი სახლია, სადაც ზაფხულში სუნთქვა ჭირს, ხოლო ზამთარში აუტანელი სიცივე სუფევს.

ცხოვრება ვაგონში
შეგროვდა
2 407 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
186
კამპანია გაიხსნა
13 ნოემბერი, 2018
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

4 მცირეწლოვანი ბავშვი და მათი მშობლები ვაგონში ცხოვრობენ. დიახ, ეს მათი სახლია, სადაც ზაფხულში სუნთქვა ჭირს, ხოლო ზამთარში აუტანელი სიცივე სუფევს.

მამა ადრე მუშაობდა და ქირის გადასახადი თანხა ჰქონდა, მაგრამ როდესაც იგი ავად გახდა და მუშაობა ვერ შესძლო, ოჯახი საცხოვრებლად ამ დაჟანგულ ვაგონში გადაიყვანა, რომელიც ლილოს დასახლებაში მდებარეობს. „ზამთარში სიცივისგან ვიყინებით, ხოლო ზაფხულში აქ ისე ცხელა, როგორც გაზქურის ღუმელში…თუმცა ეს მაინც სჯობს ღია ცისქვეშ ცხოვრებას…“, — ამბობს 4 შვილის დედა მინაია აჯალოვა. მეზობელი ეზოდან წყლის მოტანაში დედას შვილები ეხმარებიან. წარმოგიდგენიათ, რამდენი წყალი სჭირდება 6 სულიან ოჯახს?! თუმცა ეს კიდევ ყველაფერი არ არის — აჯალოვებს ონკანიც არ გააჩნიათ.

საცხოვრებელი ფართი და „სველი წერტილები“ ერთ სივრცეშია განთავსებული. დიახ, მათ ერთ სივრცეში სძინავთ, ამზადებენ სადილს, იბანენ ტანს, ხოლო ტუალეტი „ოთახისგან“ მხოლოდ ფარდით არის დაფარული.

მიუხედავად ასეთი მძიმე პირობებისა, მინაია მაინც ცდილობს სისუფთავე შეინარჩუნოს და ელემენტარული „კომფორტი“ შექმნას.

ეს გააკეთა 186 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.