არ მინდა ჩემი შვილები ასე ცხოვრობდნენ…
საწოლები ყველას არ ყოფნის და უფროს ბავშვებს აგურებზე დადებულ ფიცრებზე სძინავთ.

- შეგროვდა
- 1 298 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 54
- კამპანია გაიხსნა
- 8 ნოემბერი, 2018
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
ჩვენ საქველმოქმედო ფონდში დახმარების თხოვნით ხუთი შვილის დედა თამარმა მოგვმართა.
9 წლის წინ შექმნა ოჯახი, მეუღლის მშობლებთან სოფელში დასახლდნენ. მაგრამ მათი ოჯახი იზრდებოდა და პატარა სახლში ცხოვრება სულ უფრო და უფრო ძნელი ხდებოდა. ოჯახის შემოსავალი საკვების შესაძენადაც არ იყო საკმარისი. ამიტომ ოჯახმა გადაწყვიტა ქალაქში გადასულიყო საცხოვრებლად.
ახლა ღვალაძეების ოჯახი ოზურგეთში ცხოვრობს, მართალია მათი სახლის შემხედვარე, ძნელია მათ არსებობას „ცხოვრება“ დავარქვათ. შენობა საცხოვრებლად გამოუსადეგარია, დაუმთავრებელია. სახურავიდან წვიმის დროს წყალი ჩამოდის, კედლები დაბზარულია, ფანჯრებში არ არის შუშები და ზამთარში ოთახების გათბობა ფაქტობრივად შეუძლებელია. იატაკი ეს ცალკე თემაა. ის არ არის! 7 ადამიანი ერთ პატარა ოთახშია შეყუჟული, სადაც ფანჯრებია!
საწოლები ყველას არ ყოფნის და უფროს ბავშვებს აგურებზე დადებულ ფიცრებზე სძინავთ. ასეთ პირობებში უხდებათ ცხოვრება ხუთ ბავშვს — ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობას!
ეს გააკეთა 54 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.