ჯოჯოხეთური სიბერე
ეს მოხუცი ქალი ხშირად შიმშილობს, მას წყლის მომტანიც არავინ ჰყავს, მთელ დღეებს სასოწარკვეთაში ატარებს და სიკვდილს ნატრობს.

- შეგროვდა
- 1 744 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 112
- კამპანია გაიხსნა
- 6 ნოემბერი, 2018
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
ელადი დუმბაძეს 15 ოქტომბერს 91 წელი შეუსრულდა. სამწუხაროდ, ეს ხანდაზმული ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ატარებს სიცოცხლის უკანასკნელ წლებს. სიცივე, შიმშილი, ანტისანიტარია, გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობები — ყველაფერი ეს მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.
ელადი დუმბაძეს სახლი თავზე ენგრევა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მის ქოხში სიტუაცია სავალალოა: მიწის იატაკი, ჩამონგრეული ჭერი, დახეთქილი კედლები, ცელოფნით აკრული ფანჯრები, მწყობრიდან გამოსული ავეჯი, დაჟანგული სამზარეულოს ჭურჭელი…
ეს მოხუცი ქალი ხშირად შიმშილობს, მას წყლის მომტანიც არავინ ჰყავს, მთელ დღეებს სასოწარკვეთაში ატარებს და სიკვდილს ნატრობს.
ჩვენ ჩავედით ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში, მოვინახულეთ ელადი დუმბაძე და ჩავიწერეთ მისი ნაამბობი.
ეს გააკეთა 112 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.