სამი ობოლი ჩვენი დახმარების მოლოდინშია!
გასულ წელს მათ დედა გარდაეცვალათ, ცოტა ხნის წინ კი მძიმე სენმა ბავშვებს მამაც გამოსტაცა ხელიდან.

- შეგროვდა
- 8 126 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 603
- კამპანია გაიხსნა
- 1 ნოემბერი, 2018
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
ბექა, რეზიკო და ლიზი კვირაიების ისტორია გულგრილს არავის დატოვებს. გასულ წელს მათ დედა გარდაეცვალათ, ცოტა ხნის წინ კი მძიმე სენმა ბავშვებს მამაც გამოსტაცა ხელიდან. 3 მცირეწლოვან ობოლ ბავშვზე მეურვეობა ნათესავებმა აიღეს, თუმცა მათ თავად უჭირთ მატერიალურად და რომ არა კეთილი ადამიანები, პატარები ლუკმაპურის გარეშე დარჩებოდნენ. ისინი ყოფილი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ერთ პატარა ოთახში ცხოვრობენ, სადაც უმძიმესი პირობები სუფევს. მათი საცხოვრებელი ზამთარში არ თბება, კედლები დანესტიანებულია, ფანჯრებიდან უბერავს ქარი… ყველაფერი ეს ართულებს ბავშვების საერთო მდგომარეობას, ისინი პერიოდულად ავადმყოფობენ და ხშირად მშიერი არიან.
მეგობრებო, მოდით გავუწოდოთ პატარებს დახმარები ხელი! ერთიანი ძალებით ვიხსნათ ეს ისინი შიმშილისგან, დავუბრუნოთ მათ ბავშვობა!
ბექა, რეზიკო და ლიზი საჭიროებენ საკვებ პროდუქტებს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, სასკოლო ნივთებს, ჰიგიენურ საშუალებებს.
მართალია ამ პატარებს მშობლებს ვეღარ დავუბრუნებთ, მაგრამ მათი ტკივილის შემსუბუქებას და ცხოვრების გახალისებას შევძლებთ, თუ ერთად მოვინდომებთ!
ეს გააკეთა 603 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.