ბაბუცა ასპანიძე
სამწუხაროდ, ამ ხანდაზმულ ადამიანს ტრაგიკული ბედი აქვს. მას გარდაეცვალა შვილი, დაეწვა სახლი, დაკარგა ყველაფერი, რაც კი ჰქონდა …

- შეგროვდა
- 423 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 41
- კამპანია გაიხსნა
- 27 ოქტომბერი, 2018
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
მეგობრებო, ჩვენ განვაგრძობთ აქციას „იშვილე მშობელი“, რომელიც რამდენიმე თვის წინ წამოვიწყეთ.
არ არის დასამალი, რომ მარტოხელა ხანდაზმულ ადამიანთა დიდი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს. ჩვენი ფონდის აღრიცხვაზე სადღეისოდ დგას 400-ზე მეტი საწოლს მიჯაჭვული ბენეფიციარი. მათ ჩვენი ფონდის ექიმები და ექთნები არ აკლებენ მზრუნველობას, მაგრამ მიუხედავად ამისა, გვინდა, რომ თქვენც გამოიჩინოთ ამ ადამიანების მიმართ ყურადღება, დაეხმაროთ და ანუგეშოთ ისინი!
გვჯერა, რომ გამოეხმაურებით ამ აქციას და საკუთარ წვლილს შეიტანთ ჩვენი ბენეფიციარების დახმარების საქმეში. გფარავდეთ უფალი!
ბაბუცა ასპანიძე 93 წლის გახლავთ! ეს არის ძალიან საპატივცემულო ასაკი, დაგვეთანხმებით ალბათ. სამწუხაროდ, ამ ხანდაზმულ ადამიანს ტრაგიკული ბედი აქვს. მას გარდაეცვალა შვილი, დაეწვა სახლი, დაკარგა ყველაფერი, რაც კი ჰქონდა …
ეს გააკეთა 41 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.