• კამპანია დახურულია
  • მარტოხელა მოხუცები
  • გაიხსნა: 22 დეკემბერი, 2017

ვცოცხლობ რომ ერთადერთი ქალიშვილის საფლავს მოვუარო

79 წლის ნარი თორიას ცხოვრება ტრაგიკული მომენტებით იყო აღსავსე. უბედურება ერთი მეორეზე მიყოლებით იჩენდა თავს...

ვცოცხლობ რომ ერთადერთი ქალიშვილის საფლავს მოვუარო
შეგროვდა
463 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
28
კამპანია გაიხსნა
22 დეკემბერი, 2017
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

ხანდაზმული ადამიანისთვის მარტოობაზე საშინელი – არაფერია. დიახ, საშინელებაა, როდესაც არავის და არაფერს ელოდები, არადა რამდენია ასეთი მარტოხელა, დავიწყებული და მძიმე ხვედრისგან გამწარებული ადამიანი…

79 წლის ნარი თორიას ცხოვრება ტრაგიკული მომენტებით იყო აღსავსე. უბედურება ერთი მეორეზე მიყოლებით იჩენდა თავს და საბოლოოდ, ეს ხანშიშესული ქალი მარტოდმარტო დატოვა ოთხ კედელს შორის…

ყველაფერი დაიწყო ჩვენი ქვეყნისთვის საშინელ 90–იან წლებში, როდესაც მას მოუხდა მშობლიური აფხაზეთის დატოვება და საკუთარ ქვეყანაში დევნილი გახდა. ნარი და მისი ოჯახი ზუგდიდის ქაღალდის კომბინატის გაპარტახებულ შენობაში შეასახლეს, სადაც მათ დევნილობის არაერთი უმძიმესი წელი გაატარეს.

აფხაზეთის იძულებით დატოვებიდან რამდენიმე წლის შემდეგ გულის შეტევით გარდაიცვალა ნარის მეუღლე, ხოლო 3 წლის წინ ონკოლოგიურმა დაავადებამ იმსხვერპლა ერთადერთი ქალიშვილი. 24 წლის ახალგაზრდა ქალი ისე წავიდა ცხოვრებიდან, რომ ვერ მოასწრო ოჯახის შექმნა.

ეს გააკეთა 28 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.