• კამპანია დახურულია
  • ახალქალაქი
  • ოჯახები
  • გაიხსნა: 23 დეკემბერი, 2025

ბავშვის გაყინული თითები, სახლი სითბოს გარეშე და მამა, რომელიც საფლავებს შორის გამოიმუშავებს…

ელინას გაწითლებული და დასიებული აქვს პატარა თითები. სიცივისგან მგრძნობელობა წაერთვა.

ბავშვის გაყინული თითები, სახლი სითბოს გარეშე და მამა, რომელიც საფლავებს შორის გამოიმუშავებს…
შეგროვდა
7 278 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
436
კამპანია გაიხსნა
23 დეკემბერი, 2025
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

ელინას გაწითლებული და დასიებული აქვს პატარა თითები. სიცივისგან მგრძნობელობა წაერთვა.

დედა ცდილობს, პატარა გოგონას თითები გაუთბოს ერთადერთ ღუმელთან, რომელშიც ნაკელს ყრიან. დიახ, არ მოგესმათ — ნაკელს. აქ, სწორედ ასე თბებიან. ეს არ არის არჩევანი. ეს ერთადერთი გზაა, სიცივით რომ არ დაიხოცონ. შეშა ფუფუნებაა ამ ოჯახისთვის.

გაეყინა პაწაწინა თითები… მაგრამ ცდილობდა, რომ „უცხო დეიდას“ ეს არ შეემჩნია. ნუთუ, შეიძლება ეწოდოს ცხოვრება იმას, რომ ზამთარში, ბავშვისთვის აუხდენელ ოცნებად არის ქცეული თბილი ხელთათმანები? არა, ეს არ არის ცხოვრება. ეს არსებობისთვის ბრძოლაა. ეს არის გადარჩენისთვის ბრძოლა.

ჩვენ მიქოიანების ოჯახში ვიმყოფებით. ფოტოზე, მარჯვნივ — მათი სახლია. სახლი, სადაც სიცივე ყოველი კუთხიდან აღწევს.

ეს გააკეთა 436 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.