სამშობიაროდან — ბოსელში. წლინახევრის გოგონას ძროხასთან ერთ ჭერქვეშ, ხანდახან კი, კეთილ…
სამშობიაროდან - ბოსელში. წლინახევრის გოგონას ძროხასთან ერთ ჭერქვეშ, ხანდახან კი, კეთილ პირუტყვთან ჩახუტებულსაც კი სძინავს. საშინელება!

- შეგროვდა
- 4 589 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 259
- კამპანია გაიხსნა
- 19 დეკემბერი, 2025
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
წელიწადნახევრის წინ, სამშობიაროდან გაწერის შემდეგ, საბრალო დედამ პატარა სუსანა სახლში კი არა, პირდაპირ ბოსელში მიიყვანა. ეს სტრიქონები რომ წაიკითხეთ, ალბათ იფიქრეთ, რომ ფონდის ჟურნალისტმა მექანიკური შეცდომა დაუშვა და სიტყვა „სახლის“ ნაცვლად „ბოსელი“ დაწერა. ნეტავ, მართლაც ასე ყოფილიყო… მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ არის.
შესაძლოა, ჩვენი საბრალო გოგონა პირველი ბავშვია საქართველოში, რომელიც არა სახლში, არამედ ბოსელში აღმოჩნდა სამშობიაროს შემდეგ. დღეს, სწორედ ამ ბოსელს მისი „სახლი“ ეწოდება.
გოგონას ლაპარაკი რომ შეეძლოს, ალბათ, აუცილებლად იტყოდა: „ძია გამგებელო, მრცხვენია, ძროხას ძილს რომ ვუფრთხობ! დამეხმარე, ძია!“
პალოიანების ოჯახი, საქართველოს სამხრეთ—დასავლეთის შორეულ სოფელში ცხოვრობს, სადაც მხოლოდ ცივი კი არა, ხანგრძლივი და დაუნდობელია ზამთარი. აქ, თოვლი სილამაზე კი არა, თვეობით გაწელილი განსაცდელია.
ეს გააკეთა 259 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.