82 წლის ნახევრად უსინათლო მოხუცი კაცი, რომელსაც სიარულიც კი უჭირს, სიჩქარით დაეჯახა და „მოკლა“…
82 წლის ნახევრად უსინათლო მოხუცი კაცი, რომელსაც სიარულიც კი უჭირს, სიჩქარით დაეჯახა და „მოკლა“ 16 წლის ულამაზესი ანანო.

- შეგროვდა
- 34 630 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 2 352
- კამპანია გაიხსნა
- 13 დეკემბერი, 2025
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
დაუჯერებელია, მაგრამ ამ ფოტოზე ერთი და იგივე გოგონაა გამოსახული. ანანო სიცოცხლით ტკბებოდა. გოგონას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ ხელოვნების სამყაროში. დღეს კი, ის ასე გაუნძრევლად წევს კლინიკის თეთრ კედლებში. თვალებს ახელს, მაგრამ ზოგჯერ, დედასაც ვერ ცნობს. დიახ, საყვარელ დედიკოსაც კი ვერ ცნობს…. ღმერთო, მხოლოდ ამ ერთ ფრაზაშიც კი, რამხელა ტრაგედია!
ერთ წამში შეცვლილი ცხოვრება. წართმეული მომავალი.
80 წელს გადაცილებულ მოხუცს, უეცრად სიჭაბუკე მიეძალა, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ვერაფერს ხედავს! კაცი, რომელსაც მხედველობა აქვს დაქვეითებული და ჯოხის გარეშე, დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი არ შეუძლია, მანქანის საჭესთან დაჯდა.
ანანო კი, ცეკვის რეპეტიციიდან ბრუნდებოდა სახლში, მაგრამ… სახლამდე ვეღარ მივიდა…
ეს გააკეთა 2 352 ადამიანმა
თითოეული წერტილი 3 ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.