ლამაზ ქართულ ოჯახში ნამდვილი ტრაგედია დატრიალდა! ორი წლის გიორგი ტკივილისგან იკრუნჩხება!
როდესაც მე, ჩერნოვეცკის ფონდის კორესპონდენტი, ჭიათურაში ჩავედი თბილისიდან, ქარჩავების ოჯახის სახლში, თვალწინ საშინელი სანახაობა გადამეშალა.

- შეგროვდა
- 11 887 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 701
- კამპანია გაიხსნა
- 6 დეკემბერი, 2025
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
როდესაც მე, ჩერნოვეცკის ფონდის კორესპონდენტი, ჭიათურაში ჩავედი თბილისიდან, ქარჩავების ოჯახის სახლში, თვალწინ საშინელი სანახაობა გადამეშალა. ოთხი პატარა ანგელოზის თვალებში ისეთი ტკივილი და უიმედობა იკითხებოდა, რომ წამით ვიფიქრე: „ნუთუ, ეს ჰალუცინაცია არის?“
შეხედეთ — მას ხომ, ნამდვილი ანგელოზის სახე აქვს.
რვა წლის ბარბარე მთელი ძალებით ცდილობდა, „უცნობ დეიდას“ არ შეემჩნია, რომ ცრემლები მოადგა თვალზე. სახის ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, ენა წამერთვა… თითქოს, ძარღვებში სისხლი გამეყინა.
მინდოდა მეკითხა, რა აწუხებდა, მაგრამ შემეშინდა… დიახ, შემეშინდა რეალობისთვის გამესწორებინა თვალი. შემრცხვა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, ბავშვის თვალებში სასოწარკვეთა დავინახე, მოციმციმე ვარსკვლავების ნაცვლად.
ეს გააკეთა 701 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.