სიცოცხლის გაგრძელება, თუ საშინელი ტანჯვით სიკვდილი!
ვერაგი სიმსივნე… ის ცდილობს, ადამიანს ღვთისგან ბოძებული სიცოცხლე წაართვას. ის არც ბავშვებს, არც ქალებს და არც მოხუცებს ინდობს… მისი „მიზანი“ ყოველთვის ერთია — სასიკვდილო განაჩენი.

- შეგროვდა
- 3 104 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 224
- კამპანია გაიხსნა
- 29 ნოემბერი, 2025
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
ვერაგი სიმსივნე… ის ცდილობს, ადამიანს ღვთისგან ბოძებული სიცოცხლე წაართვას. ის არც ბავშვებს, არც ქალებს და არც მოხუცებს ინდობს… მისი „მიზანი“ ყოველთვის ერთია — სასიკვდილო განაჩენი.
სწორედ ასეთ საშინელ ვერდიქტს ელოდება ახლა, ჩვენი თანამემამულე, ღვთისნიერი ქალბატონი — რუსა.
მის თვალებში კი, შიშია — სიკვდილის შიშია ჩამდგარი…
რუსა ძალიან მორიდებულია. გამოგვიტყდა, რომ ჩერნოვეცკის ფონდში დარეკვა პირველად რომ გადაწყვიტა, უკვე აკრიფა ნომერი, მაგრამ მაშინვე წაშალა — უხერხულად იგრძნო თავი, უცნობი ადამიანებისთვის რომ უნდა ეთხოვა დახმარება.
ეს გააკეთა 224 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.