„დეიდა, ხშირად ცარიელი კონტეინერით წავსულვარ სკოლაში, ვითომ, დედამ საჭმელი მეც გამატანა …
„დეიდა, ხშირად ცარიელი კონტეინერით წავსულვარ სკოლაში, ვითომ, დედამ საჭმელი მეც გამატანა ... მრცხვენოდა იმის თქმა, რომ სახლში საკვები საერთოდ არ გვაქვს“

- შეგროვდა
- 3 145 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 165
- კამპანია გაიხსნა
- 25 ნოემბერი, 2025
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
როდესაც მე, ჩერნოვეცკის ფონდის ჟურნალისტი, იშხნელების ოჯახის ნახევრად დანგრეულ სახლში შევედი, იქ, ნამდვილი პრინცესა, არა… პრინცესაზე უფრო ლამაზი გოგონა დამხვდა.
შევამჩნიე, რომ ბავშვი სიცივისგან კანკალებდა. ვთხოვე, რაიმე თბილი ჩაეცვა. გოგონას შერცხვა და მიპასუხა: „დეიდა… არაფერი მაქვს თბილი, ჟაკეტის გარდა“.
შვიდი წლის თამარის დღევანდელი „ვახშამი“ პურის ნატეხია. გოგონა დღესაც მშიერი დაიძინებს.
ალბათ, იფიქრებთ, რომ ნათელ სიზმრებს მაინც ნახავს: ვარდისფერ ღრუბლებს, ზღაპრულ სამყაროს, ჯადოსნურ გმირებს… ალბათ გგონიათ, რომ სიზმრად მაინც, პრინცესების სამყაროში აღმოჩნდება. მაგრამ აი, სად არის ბედისწერის მწარე ირონია…
ეს გააკეთა 165 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.