• კამპანია დახურულია
  • ლაგოდეხი
  • ავადმყოფი ზრდასრულები
  • გაიხსნა: 21 ნოემბერი, 2025

დღეს ლაშა 300 დღის განმავლობაში პირველად აღარ უყურებს სამყაროს ქვემოდან ზემოთ.

მეგობრებო, თქვენ ასწავლით ლაშას სიარულს თავიდან! ლაშა ორი თვის განმავლობაში, თქვენი წყალობით, თურქულ კლინიკაშია და დღეს ამაღელვებელი ამბავი გვაქვს!

დღეს ლაშა 300 დღის განმავლობაში პირველად აღარ უყურებს სამყაროს ქვემოდან ზემოთ.
შეგროვდა
9 939 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
703
კამპანია გაიხსნა
21 ნოემბერი, 2025
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

ჩვენ სათანადოდ ვერ ვაფასებთ იმას, რასაც ყოვლისშემძლე უფალი გვაძლევს: ჯანმრთელობას, შესაძლებლობას იმისა, რომ გვიყვარდეს და ვუყვარდეთ! შვილები, ახლობლები, მეგობრები, საყვარელი ადამიანი, მეუღლე. იშვიათი გამონაკლისების გარდა, ეს ყოველივე დაბადებიდან გვაქვს ბოძებული, მაგრამ, ადამიანთა უმეტესობა არც უფიქრდება იმას, რომ უფალმა ეს ყველაფერი გვიბოძა და სანაცვლოდ არაფერს ითხოვს. გარდა იმისა, რომ დავეხმაროთ ადამიანებს, ვისაც ეს დაბადებიდან არ გააჩნია და ვიმოქმედოთ, როგორც სინდისი გვიკარნახებს! რადგან ვინც გვიბოძა, მასვე შეუძლია ერთ წამში წაგვართვას ეს ყველაფერი! მერე კი, მარადიული ტანჯვა მოდის, სულიერი და ხორციელი! უბედურება, უბედურება, უბედურება!

სატრანსპორტო შეჯახების ხმამ გააყრუა არემარე და 25 წლის ლაშა პირისპირ შეხვდა სიკვდილს: ფარების მკვეთრი შუქი, საშინელი დარტყმა, ლითონის მტვრევის და ღრჭიალის ხმა. მერე კი, სიჩუმე ჩამოწვა. ამ სიჩუმეში კი, ბიჭი უცებ მიხვდა, რომ თავისი ოდესღაც ძლიერი სხეულის ქვედა ნაწილს ვეღარ გრძნობდა!

დღეს, ქართველ ვაჟკაცს, ლაშას თავისი უწინდელი, სიხარულით აღსავსე ცხოვრების, მხოლოდ ერთი მოგონება შემორჩა: „ვწევარ... მინდა ფეხების აწევა, მაგრამ არ მემორჩილება. უცებ, მეხის დაცემასავით, ვაცნობიერებ, რაოდენ საშინელია ჩემი მდგომარეობა. სულ ეს არის. ცხოვრებაში ყოველგვარ სიხარულს ასე მოეღო ბოლო.“

მოგვიანებით, პოლიცია ოფიციალურად დაადასტურებს: ლაშა უდანაშაულოა. იმ ღამეს, ის უბრალოდ სამსახურთან დაკავშირებულ საქმეზე მიდიოდა: ფხიზელი და დინჯი!

ეს გააკეთა 703 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.