„სიკვდილს ვნატრობ. მიცვალებულების მშურს, სამარეში რომ წვანან…“ — ზინაიდა ბებომ სწორედ ეს…
„სიკვდილს ვნატრობ. მიცვალებულების მშურს, სამარეში რომ წვანან...“ - ზინაიდა ბებომ სწორედ ეს სიტყვები მითხრა, როდესაც მე, ფონდის კორესპონდენტმა, მისი სახლის ზღურბლს გადავაბიჯე.

- შეგროვდა
- 3 644 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 318
- კამპანია გაიხსნა
- 18 ნოემბერი, 2025
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
ზინაიდა: „გუშინ, აფთიაქში შევედი წამლების საყიდლად. საკმარისი თანხა არ მქონდა… ამის აღიარების მომერიდა და ვთქვი, რომ ახლავე დავბრუნდები, ვითომ, მეუღლე გარეთ მელოდებოდა და მას ჰქონდა საფულე… ახლა კი, გული მტკივა, იმ ფარმაცევტ გოგონას რომ მოვატყუე…“
ამ მოხუცი ქალბატონის სახეს შეხედეთ… ალბათ, მსოფლიოს ვერცერთ ენაში ვერ მოიძებნება სიტყვა, რომელიც მის ტკივილს გადმოსცემს.
ზინაიდა და მისი მეუღლე, არტური ერთად გადიან ცხოვრების ეკლიან ბილიკს. დღეს, ამ ბილიკმა ისინი უფასო სასადილოში მიიყვანა. ძველი თბილისის უბანი… შემოდგომის სევდიანი ფერები… შიმშილით დაუძლურებული მოხუცები რიგში დგანან იმ იმედით, რომ დღეს მაინც, მიირთმევენ ხორციან წვნიანს.
თბილისის ერთ—ერთ უფასო სასადილოში გადაღებული ფოტო
ეს გააკეთა 318 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.