• კამპანია დახურულია
  • თბილისი
  • ავადმყოფი ზრდასრულები
  • გაიხსნა: 13 ნოემბერი, 2025

თქვენ გატეხეთ ქვიშის საათი, რომელიც ითვლიდა თამარის სიცოცხლის დროს!

თქვენ გატეხეთ ის ქვიშის საათი, რომელიც თამარის სიცოცხლის დროს დაუნდობლად ითვლიდა! მის გატეხვაში დაგეხმარათ თანხა, რომელიც ოპერაციისთვის აკლდებოდა, თქვენ კი შემოწირულობის სახით…

თქვენ გატეხეთ ქვიშის საათი, რომელიც ითვლიდა თამარის სიცოცხლის დროს!
შეგროვდა
6 095 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
227
კამპანია გაიხსნა
13 ნოემბერი, 2025
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

„დეიდა, ექიმი ხარ? დედიკოს გადასარჩენად მოხვედი?“ — სწორედ ეს სიტყვები უთხრა სამი წლის გოგონამ ფონდის კორესპონდენტს. მის ხმაში ისმოდა, რა გამალებით და მშფოთვარედ უცემდა პატარა გული…

ეს მაშოა — გოგონა, რომელმაც დედის ავადმყოფობისა და საშინელი სიღარიბის გამო, ნაადრევად დაკარგა ბავშვობა. დიდხანს უმალავდნენ, საყვარელი დედიკო მძიმედ ავად რომ არის. მაგრამ, ერთ დღეს, პატარამ თავად დაინახა, დედა კედელს თავს როგორ ურტყამდა, რადგან ვეღარ უძლებდა ტკივილს… მას შემდეგ, ამ ანგელოზის სახეზე ღიმილი აღარავის უნახავს.

ეს კი, მაშოს დედაა — თამარი, 30 წლის არის. ის გაჭირვებით ზრდის ორ პატარა შვილს.

თამარი მხოლოდ 27 წლის იყო, როდესაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები დაეწყო. მაგრამ, საბრალო ქალს წამლების ყიდვის საშუალება არ ჰქონდა. იცით, რატომ? ის საშინელი არჩევანის წინაშე იდგა: ახალშობილი მაშო და ექვსი წლის ნატა ზამთარში გათბობის გარეშე დაეტოვებინა, თუ საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის გაემეტებინა თანხა.

ეს გააკეთა 227 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.