• კამპანია დახურულია
  • თბილისი
  • ოჯახები
  • გაიხსნა: 26 დეკემბერი, 2016

მრავალშვილიან ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება!

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ გოგიტა და ეკატერინე გაგნიძეებს გაგაცნობთ, რომლებსაც 6 არაჩვეულებრივი შვილი ჰყავთ.

მრავალშვილიან ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება!
შეგროვდა
918 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
57
კამპანია გაიხსნა
26 დეკემბერი, 2016
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ გოგიტა და ეკატერინე გაგნიძეებს გაგაცნობთ, რომლებსაც 6 არაჩვეულებრივი შვილი ჰყავთ.

ეს ოჯახი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ბატონი გოგიტა, ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების გამო ფიზიკურად ვეღარ შრომობს, არ შეუძლია ოჯახის რჩენა და ბავშვების გამოკვება. ჯანმრთელობის გაუარესებამდე იგი ხან მშენებლობაზე მუშაობდა, ხან მტვირთავად, ახლა კი, ოჯახი საარსებო წყაროს გარეშეა დარჩენილი.

სოციალური დახმარება ძალიან მცირეა და ოჯახის თითო წევრზე დაახლოებით დღეში 3 ლარი გამოდის… ეს თანხა საკვებში, წამლებში და კომუნალურ გადასახადებში უნდა ეყოთ! ამის წარმოდგენაც კი ძნელია!

ელექტროენერგიის დავალიანების გამო, მათ რამდენიმე კვირა დენიც კი არ აქვთ და პატარებს სანთლის მბჟუტავ შუქზე უწევთ გაკვეთილების მომზადება.

ეს გააკეთა 57 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.