სალომე დუმბაძეს ჩვენი დახმარება სჭირდება!
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ უკვე 4 წელზე მეტია, სრულიად უფასოდ უწევს სასიცოცხლო დახმარებას საწოლს მიჯაჭვულ ადამიანებს

- შეგროვდა
- 6 758 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 381
- კამპანია გაიხსნა
- 19 დეკემბერი, 2016
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ უკვე 4 წელზე მეტია, სრულიად უფასოდ უწევს სასიცოცხლო დახმარებას საწოლს მიჯაჭვულ ადამიანებს, მათ შორის პატარა ბავშვებსაც.
გვინდა გაგაცნოთ პატარა სალომე დუმბაძე. ის მხოლოდ 2 წლისაა, დაბადებიდან ავადაა და მისი გაუსაძლისი ტკივილების შემყურე, მთელი ოჯახი იტანჯება.
მესამე შვილს ოჯახში დიდი სიხარულით ელოდნენ. გოგონას დაბადება განსაკუთრებით უფროს დებს, მარიამს და ანას ახარებდა. ისინი ოცნებობდნენ, რომ პატარა დაიკოს პრინცესასავით მორთავდნენ და ერთად ბევრს ითამაშებდნენ. მაგრამ მათი ოცნებები ვერ ასრულდა. სალომე უამრავი თანდაყოლილი პათოლოგიით დაიბადა. მას ბავშვთა ცერებრალური დამბლა და ეპილეფსია აქვს, არ შეუძლია ყლაპვა და ამის გამო გოგონას ნაზოგასტრალური მილის საშუალებით კვებავენ.
შვილის ავადმყოფობა ოჯახისთვის უდიდესი დარტყმა იყო. სალომეს მკურნალობისთვის მშობლებმა ყველანაირი რესურსი უკვე ამოწურეს და ახლა კეთილი ადამიანების იმედად არიან დარჩენილები. მიზერული სოციალური შემწეობა საჭირო წამლების შესაძენადაც არ ჰყოფნით.
ეს გააკეთა 381 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.