წამლები მარტოხელა მოხუცებისთვის
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ უკვე 4 წელიწადზე მეტია ზრუნავს 600–ზე მეტ მარტოხელა, სოციალურად დაუცველ მოხუცზე.

- შეგროვდა
- 1 259 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 95
- კამპანია გაიხსნა
- 15 დეკემბერი, 2016
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ უკვე 4 წელიწადზე მეტია ზრუნავს 600–ზე მეტ მარტოხელა, სოციალურად დაუცველ მოხუცზე. ამ უმწეო ადამიანებს წყლის მიმწოდებელიც კი არ ჰყავთ. საკვების მომზადება, წნევის გაზომვა ან წამლის დალევა კი მათთვის დაუძლეველი ამოცანაა.
ყველასგან დავიწყებულ მოხუცებს ტანჯვა რომ შევუმსუბუქოთ, ჩვენი ფონდის 30 ექიმი, ექთანი და სოციალური მუშაკი კვირაში 7 დღე, სრულიად უფასოდ მათ სასიცოცხლოდ აუცილებელ დახმარებას უწევს: მიაქვთ მათთვის საკვები, აჭმევენ, უტარებენ საჭირო სამედიცინო პროცედურებს. ჩვენი ფონდის თანამშრომლები ამ მარტოხელა ადამიანებისთვის ძალიან ახლობლები ხდებიან.
ჩვენი ბენეფიციარები მიზერული პენსიით საჭირო წამლების ყიდვასაც კი ვერ ახერხებენ. ჩვენი ფონდი სრულიად უფასოდ უზრუნველყოფს მათ ტკივილგამაყუჩებლებს, ანთების საწინააღმდეგო, დიაბეტურ, ჰიპოტენზიურ, კარდიოლოგიურ, და ა.შ. მედიკამენტებს.
მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც სულ ერთი არ არის მარტოხელა მოხუცების ბედი, დაგვიდგეთ გვერდში და დაგვეხმაროთ ამ მადლიან საქმეში.
ერთად დავეხმაროთ მათ, ვისზეც ჩვენს გარდა არავინ იზრუნებს!
ეს გააკეთა 95 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.