• კამპანია დახურულია
  • თბილისი
  • სხვა კამპანიები
  • გაიხსნა: 9 დეკემბერი, 2016

საოჯახო ტიპის სახლების პროდუქტები

მეგობრებო, 4 წლის განმავლობაში ჩვენი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ მთავარი მიზანია, სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარება აღმოვუჩინოთ მათ...

საოჯახო ტიპის სახლების პროდუქტები
შეგროვდა
1 567 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
61
კამპანია გაიხსნა
9 დეკემბერი, 2016
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

მეგობრებო, 4 წლის განმავლობაში ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის მთავარი მიზანია, სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარება აღმოვუჩინოთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება: სოციალურად დაუცველ, მარტოხელა მოხუცებს და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს.

თბილისში და ქობულეთში ჩვენ ფონდის ოპერირების ქვეშ გახსნილია 3 მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი სადაც 30 მოზარდი ცხოვრობს. სანამ ჩვენ ამ ბავშვებს ავიყვანდით ისინი ბედის ანაბარა იყვნენ მიტოვებულნი. არ დადიოდნენ სკოლაში, არ ჰქონდათ ტანსაცმელი და ხშირად მშივრებიც კი იძინებდნენ. მათთვის ხმელი პურიც კი სანატრელი იყო. ზოგჯერ შიმშილისგან ღონემიხდილნი სხვის გადაყრილ ნამცეცებსაც კი არ თაკილობდნენ.

მათ არასოდეს უსადილიათ მაგიდასთან, ზოგს ხელში კოვზის დაჭერაც კი არ შეეძლო… და ისინი ხომ საქართველოს მომავალი თაობაა. ძნელი აღსაწერია, მთელი ის საშინელება, რისი გავლაც ამ პატარებს მოუხდათ.

30 პატარისთვის, ჩვენმა ფონდმა შექმნა ყველა ის აუცილებელი პირობა კომფორტული ცხოვრებისათვის. ბავშვები უზრუნველყოფილნი არიან თბილი და მყუდრო სახლით, ახალი ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, იღებენ განათლებას და დამატებით სწავლობენ უცხო ენებს.

ეს გააკეთა 61 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.