• კამპანია დახურულია
  • თბილისი
  • სხვა კამპანიები
  • გაიხსნა: 5 დეკემბერი, 2016

გახდი თოვლის ბაბუა!

მალე დადგება ახალი წელი. საახალწლოდ ყველა ბავშვი ოცნებობს, ის საჩუქრები მიიღოს, რომელზეც მთელი წელი ოცნებობდა.

გახდი თოვლის ბაბუა!
შეგროვდა
890 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
42
კამპანია გაიხსნა
5 დეკემბერი, 2016
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

მალე დადგება ახალი წელი. საახალწლოდ ყველა ბავშვი ოცნებობს, ის საჩუქრები მიიღოს, რომელზეც მთელი წელი ოცნებობდა.

მაგრამ, სამწუხაროდ ყველა პატარა ვერ მიიღებს საახალწლო სიურპრიზს… მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებში, მშობლებს მხოლოდ ერთი საზრუნავი აქვთ, რა აჭამონ და როგორ გაათბონ პატარები, საჩუქრების ყიდვაზე საუბარიც კი ზედმეტია. ამიტომ ახალი წელი, მათი შვილებისთვის ისეთივე ნაცრისფერი და არაფრით გამორჩეული დღეა, როგორც წელიწადის სხვა დანარჩენი დღეები. საჩუქრებს, სადღესასწაულო სუფრებს და ტკბილეულს, მხოლოდ მეზობლებთან ან მეგობრებთან ნახავენ…

საქველმოქმედო ფონდმა „სოციალური პარტნიორობა“ თქვენი დახმარებით უამრავ, გაჭირვების ზღვარს ქვემოთ მცხოვრებ პატარას სანუკვარი ოცნება აუსრულა!

წელსაც არ დავარღვიეთ ტრადიცია, ჩვენი ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფმა ბავშვევბმა საახალწლოდ თოვლის ბაბუას თავიანთი სურველები დაუხატეს. ზოგი სათამაშო მანქანაზე ოცნებობს, ზოგს ფუმფულა სათამაშო უნდა, ზოგი კი ლამაზ თოჯინას ნატრობს!

ეს გააკეთა 42 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.