• კამპანია დახურულია
  • თბილისი
  • ავადმყოფი ზრდასრულები
  • გაიხსნა: 21 ნოემბერი, 2016

შანიძეების ოჯახის დიდი ტრაგედია!

შანიძეების ოჯახის დიდი ტრაგედია!

შანიძეების ოჯახის დიდი ტრაგედია!
შეგროვდა
12 273 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
642
კამპანია გაიხსნა
21 ნოემბერი, 2016
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

მეგობრებო, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ მზრუნველობას უწევს ნამდვილ გმირს, ადამიანს, რომელმაც ქვეყნის ინტერესები საკუთარ კეთილდღეობაზე მაღლა დააყენა.

ამ ფოტოზე ერთი და იგივე ადამიანია გამოსახული, ეს ირაკლი შანიძეა.

ირაკლი ბედნიერ ოჯახში დაიბადა, უზრუნველი ბავშვობა ჰქონდა. ახალგაზრდამ ოჯახი შექმნა, მუშაობდა და ყველაფრით უზრუნველყოფილი იყო. მისი მშვიდი ცხოვრება 2008 წლის აგვისტოში შეიცვალა! ირაკლი მოხალისედ სამშობლოს მთლიანობის დასაცავად, ოჯახისგან მალულად ომში წავიდა, მაგრამ გამოუცდელმა მეომარმა საბედისწერო ჭრილობა მიიღო თავის არეში.

რამდენიმე დღეში დაჭრილი შვილი საკაცით მიუყვანეს დედას. არავის სჯეროდა, რომ ირაკლი გადარჩებოდა. მამა ნერვიულობას გადაყვა… განწირულ შვილთან ერთად მხოლოდ მისი დედა – ქალბატონი ვიოლა დარჩა. მან ყველაფერი გაყიდა, რაც მის ოჯახს ებადა, უძრავი ქონება, ძვირფასეულობა, ავეჯი და ჭურჭელიც კი, რომ ირაკლისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა.

ეს გააკეთა 642 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.