• კამპანია დახურულია
  • თბილისი
  • ოჯახები
  • გაიხსნა: 14 ნოემბერი, 2016

უსინათლო მშობლები 5 შვილს ზრდიან!

სცადეთ, თვალები სქელი ნაჭრით შეიკრათ და ჩვეულებრივი მოქმედებები შეასრულოთ: დაამზადოთ საჭმელი, დაალაგოთ ოთახი ან უბრალოდ სასეირნოდ გახვიდეთ...

უსინათლო მშობლები 5 შვილს ზრდიან!
შეგროვდა
1 145 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
79
კამპანია გაიხსნა
14 ნოემბერი, 2016
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

სცადეთ, თვალები სქელი ნაჭრით შეიკრათ და ჩვეულებრივი მოქმედებები შეასრულოთ: დაამზადოთ საჭმელი, დაალაგოთ ოთახი ან უბრალოდ სასეირნოდ გახვიდეთ… სცადეთ, და თქვენ მიხვდებით რას გრძნობენ უსინათლო ადამიანები!

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდში „სოციალური პარტნიორობა“ უსინათლო მეუღლეები ზაურ და მაია ყაველაშვილები მოვიდნენ. გვთხოვეს, მათი 5 მცირეწლოვანი ბავშვისთვის დახმარება აღმოგვეჩინა.

ზაურმა და მაიამ ერთმანეთი თბილისის უსინათლო ბავშვთა ინტერნატში გაიცნეს. დამეგობრდნენ, მიხვდნენ, რომ ერთად ცხოვრებისეულ სიძნელეებს უფრო ადვილად გაუმკლავდებოდნენ და დაოჯახდნენ.

როდესაც მაიამ თავისი პირველი ორსულობის შესახებ შეიტყო, მეუღლეებმა ინერვიულეს, რომ პატარას მხედველობის პრობლემები არ ჰქონოდა, მაგრამ ღვთის წყალობით, თინათინი სრულიად ჯანმრთელი დაიბადა.

ეს გააკეთა 79 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.