ასეთი რამ ნებისმერს შეიძლება დაემართოს!
საწოლიდან რომ წამოდგეს და პატარა შვილს ჩაეხუტოს 19 წლის ბექა ჩაფიძესთვის დაუძლეველი მოქმედებებია.

- შეგროვდა
- 3 460 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 185
- კამპანია გაიხსნა
- 7 ნოემბერი, 2016
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
საწოლიდან რომ წამოდგეს და პატარა შვილს ჩაეხუტოს 19 წლის ბექა ჩაფიძესთვის დაუძლეველი მოქმედებებია.
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდში „სოციალური პარტნიორობა“ თხოვნით დავხმარებოდით მის მეუღლეს, ახალგაზრდა ქალბატონმა, მირანდამ მოგვმართა.
ერთი წლის წინ, ძლიერი და ენერგიული ბექა მთელი ოჯახის საყრდენი იყო. მიუხედავად ასაკისა, 17 წლიდან ბექა მშენებლობაზე მუშაობდა და მეუღლეს და პატარა შვილს ყველაფრით უზრუნველყოფდა. მაგრამ ერთი წლის წინ, მშენებლობაზე მუშაობის დროს, მე–5 სართულიდან ჩამოვარდა. მრავლობითი მოტეხილობა, ხერხემლის და ზურგის ტვინის დაზიანება მიიღო. არავინ აძლევდა გადარჩენის იმედს, ბექა ერთი თვე კომაში იყო, ხელოვნური მართვის აპარატზე მიერთებული.
როდესაც ბექა პალატაში გადაიყვანეს, მირანდას ყოველ დღე მიჰყავდა მასთან პატარა მარიამი. ეს ეხმარებოდა ბექას ცნობიერების დაბრუნებაში და გამოჯანმრთელებისთვის ძალას მატებდა.
ეს გააკეთა 185 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.