• კამპანია დახურულია
  • თბილისი
  • მარტოხელა მოხუცები
  • გაიხსნა: 31 ოქტომბერი, 2016

ლავრენტი კუჭუხიძეს ჩვენი დახმარება სჭირდება!

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ბატონ ლავრენტი კუჭუხიძეს გაგაცნობთ, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება

ლავრენტი კუჭუხიძეს ჩვენი დახმარება სჭირდება!
შეგროვდა
2 214 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
144
კამპანია გაიხსნა
31 ოქტომბერი, 2016
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ბატონ ლავრენტი კუჭუხიძეს გაგაცნობთ, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ჩვენი დახმარება სჭირდება!

ბავშვობაში გადატანილი მენინგიტისგან, მას კიდურები წაერთვა. მუდმივი ავადმყოფობის გამო მას სკოლაშიც კი არ უვლია. არ უთამაშია ეზოში ბავშვებთან. მას ყოველთვის სხვისი დახმარება სჭირდებოდა. უჭირდა თავისით ჩაცმა, ჭამა და თავის მოწესრიგება. დედა უვლიდა პარალიზებულ შვილს ღრმა მოხუცებულობამდე, როდესაც დედა გარდაიცვალა, ბატონ ლავრენტის ნერვიულობის ნიადაგზე ორი ინსულტი გადაიტანა, რის შემდეგაც საწოლსაა მიჯაჭვული და შემდეგ დიაბეტი დაემართა რამაც მას მხედველობა წაართვა.

მისი და ჯული, ძმასთან გადავიდა საცხოვრებლად, ბატონი ლავრენტი მარტო რომ არ დაეტოვებინა. ახლა 80 წლის ქალბატონი, რომელიც თავად ძლივს გადაადგილდება ოთახში, 74 წლის ძმას უვლის.

საცხოვრებელი პირობები ძალიან მძიმეა. ბინაში ცივა და ნესტია, ოთახის გათბობა მოხუცებს არ შეუძლიათ. პენსია წამლების და საკვების შესაძენად არ ჰყოფნით. ოთახში მხოლოდ ერთი ნათურა ანთია, და ისიც ძლივს ბჟუტავს. ბატონი ლავრენტი მთელი დღე წევს, უამრავი საბნის ქვეშ, რომ არ გაიყინოს.

ეს გააკეთა 144 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.