• კამპანია დახურულია
  • გორი
  • ოჯახები
  • გაიხსნა: 24 დეკემბერი, 2024

ოთხი ქართველი ბავშვი სადაცაა, საკუთარი სახლის ჩამოქცეული სახურავის ქვეშ დაიხოცება!

ანა-მარიას სცივა და ტირის. წარმოგიდგენიათ, დედა როგორ გრძნობს თავს, როდესაც ხედავს, როგორ შიმშილობენ და იყინებიან მისი შვილები ყოველდღე!

ოთხი ქართველი ბავშვი სადაცაა, საკუთარი სახლის ჩამოქცეული სახურავის ქვეშ დაიხოცება!
შეგროვდა
4 915 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
312
კამპანია გაიხსნა
24 დეკემბერი, 2024
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

ანა—მარიას სცივა და ტირის. წარმოგიდგენიათ, დედა როგორ გრძნობს თავს, როდესაც ხედავს, როგორ შიმშილობენ და იყინებიან მისი შვილები ყოველდღე! ამ დანგრეულ სახლში, ფაქტობრივად, შეუძლებელია გათბობა: შუშების ნაცვლად, ცელოფანია გაკრული ფანჯრებზე. იმ დროს, როდესაც გორის რაიონში უკვე რამდენიმე დღეა, ქარბუქია.

თოვლის ფანტელები პირდაპირ სახლში ცვივა. ფანჯრებიდან და კარის ქვემოდან ძალიან უბერავს

გიო (12 წლის): „ძალიან ცივა, ვიყინებით. ჩემს პატარა დაიკოს ხელები და ფეხები ცივი აქვს ყოველთვის, ძალიან მეცოდება. პირველ რიგში, გვჭირდება თბილი ფეხსაცმელი. თოვლში რომ მიწევს სკოლაში სიარული, ფეხები მისველდება. იმიტომ რომ ზამთრის ფეხსაცმელი არ მაქვს“.

ბარბარე (7 წლის): „ღამით შეუძლებელია დაძინება, ჩამტვრეული ფანჯრებიდან ქარი უბერავს და ორი საბანიც რომ დაიფარო, ვერ გათბები. გარეთ უფრო თბილა, ვიდრე ჩვენს ოთახში! სახლში ვერ ვბანაობთ, გვეშინია, რადგან ბანაობის შემდეგ აუცილებლად ვცივდებით ხოლმე“.

ეს გააკეთა 312 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.