• კამპანია დახურულია
  • თბილისი
  • ავადმყოფი ბავშვები
  • გაიხსნა: 18 ოქტომბერი, 2016

მძიმე სნეული ამიკო პირუტყვის სადგომში ცხოვრობს.

როდესაც საშინელი ტკივილებისგან პატარა ბავშვი იტანჯება და მშობლებს მისი დახმარება არ შეუძლიათ – ეს საშინელებაა!

მძიმე სნეული ამიკო პირუტყვის სადგომში ცხოვრობს.
შეგროვდა
5 820 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
281
კამპანია გაიხსნა
18 ოქტომბერი, 2016
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

როდესაც საშინელი ტკივილებისგან პატარა ბავშვი იტანჯება და მშობლებს მისი დახმარება არ შეუძლიათ – ეს საშინელებაა!

„ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდში“ პატარა ამიკოს მამამ მოგვმართა, რომელიც სასოწარკვეთისა და იმედგაცრუებისგან ცრემლებს ვერ იკავებდა.

„ამიკო – ჩვენი პირველი შვილია, მის დაბადებამ ოჯახში დიდი სიხარული და ბედნიერება მოიტანა. ის ჯანმრთელი, ჭკვიანი, მხიარული ბიჭი იყო, ორი წლის წინ კი თავის ტკივილი და ღებინება დაეწყო, მას ხან გაციებისგან და ხან კუჭის პრობლემებისგან მკურნალობდნენ. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამიკოს საშინელი დაავადება – მედულობლასტომა – თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა“

სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ, ამიკოს მენინგიტი დაემართა. ამის გამო სასწრაფოდ მისი საზღვარგარეთ გადაყვანა გახდა საჭირო. 3 თვე იწვა თურქეთის ერთ–ერთ კლინიკაში და ებრძოდა სიკვდილს. მდგომარეობის სიმძიმის მიუხედავად, ამიკო გადარჩა! ოპერაციის და შემდგომი მკურნალობის საფასური რომ გადაეხადათ, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს რაც კი გააჩნდათ…

ეს გააკეთა 281 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.