• კამპანია დახურულია
  • თბილისი
  • ავადმყოფი ზრდასრულები
  • გაიხსნა: 20 დეკემბერი, 2024

ერთი ლოცვა, დასახმარებლად გადადგმული ერთი ნაბიჯიც კი, არა მხოლოდ ხატიას, არამედ ჩვენც…

კარის ზღურბლზე ფონდის კორესპონდენტი რომ დაინახა, ხატიამ ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა: „საწოლიდან ადგომა მინდა! დამეხმარე, გთხოვ, დამეხმარე!

ერთი ლოცვა, დასახმარებლად გადადგმული ერთი ნაბიჯიც კი, არა მხოლოდ ხატიას, არამედ ჩვენც…
შეგროვდა
3 644 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
247
კამპანია გაიხსნა
20 დეკემბერი, 2024
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

კარის ზღურბლზე ფონდის კორესპონდენტი რომ დაინახა, ხატიამ ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა: „საწოლიდან ადგომა მინდა! დამეხმარე, გთხოვ, დამეხმარე! ყოველდღე მუხლებზე დაჩოქილი ვილოცებ შენთვის“. მეგობრებო, თქვენთვის ნათელი რომ იყოს, ქალი უკვე ერთი წელია, სახლიდან გასვლას ვერ ახერხებს და საწოლს არის მიჯაჭვული, რადგან მის მოხუც მშობლებს ძალა არ შესწევთ, რომ შვილი ხელში აიყვანონ და ეტლში ჩასვან. საგრძნობლად გაიზარდა ოჯახის ხარჯებიც — საწოლს მიჯაჭვული შვილის ყოველდღიური მოვლა, ნაწოლების პროფილაქტიკა, პამპერსი, საფენები, მალამოები… ესაა სიტუაცია, რომელთანაც შეუძლებელია დამოუკიდებლად გამკლავება.

ხატიას ცერებრული დამბლა აქვს დაბადებიდან, წელს ქვემოთ მოწყვეტილია და არ შეუძლია სიარული

სანამ ჯანმრთელობა ხელს უწყობდა მშობლებს, ზურგით ატარებდნენ შვილს, ახლა კი თავადაც სჭირდებათ დახმარება. მამას ხერხემალზე ორი სერიოზული ოპერაცია ჩაუტარდა, დედას კი კოქსართროზი აქვს და მუხლების ტკივილი აწუხებს. ხატია ადამიანურად დაბანასაც კი ვერ ახერხებს. წარმოგიდგენიათ?

ერთადერთი, რასაც ხატია ითხოვს, არის ამწე, რომლის დახმარებითაც ოჯახის წევრები შეძლებენ საწოლიდან ეტლზე მის გადაყვანას. სამწუხაროდ, შეუძლებელია ასეთი ძვირადღირებული აღჭურვილობის სახელმწიფოსგან მიღება. თქვენი დახმარების გარეშე კი, მეგობრებო, ოჯახი მის შეძენას ვერ მოახერხებს.

ეს გააკეთა 247 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.