• კამპანია დახურულია
  • გორი
  • ოჯახები
  • გაიხსნა: 19 დეკემბერი, 2024

„მამიკო გარდამეცვალა და ასე მგონია, მთელი სამყარო მჩაგრავს“ — 12 წლის ნათიას და 10 წლის…

სიცივისგან გაყინულმა ობოლმა ბავშვებმა ეს ნესტიანი შეშა ნახეს და სახლში მიაქვთ, რომ ღუმელი დაანთონ.

„მამიკო გარდამეცვალა და ასე მგონია, მთელი სამყარო მჩაგრავს“ — 12 წლის ნათიას და 10 წლის…
შეგროვდა
3 220 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
170
კამპანია გაიხსნა
19 დეკემბერი, 2024
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

სიცივისგან გაყინულმა ობოლმა ბავშვებმა ეს ნესტიანი შეშა ნახეს და სახლში მიაქვთ, რომ ღუმელი დაანთონ. სანამ მამა ცოცხალი იყო, მას მიჰქონდა სახლში შეშა და დილით, სკოლაში წასვლის წინ, ბავშვებს თბილ ღუმელს ახვედრებდა. საყვარელი მამიკოს დაღუპვის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა გულიშვილების ოჯახში. ლაღი ბავშვობა თითქოს ერთ წამში გაქრა და ახლა ეს პატარა ანგელოზებიც მძიმე ცხოვრების ფერხულში ჩაებნენ.

შეხედეთ, რამხელა შიში, მარტოობა და უიმედობა ჩანს დაობლებული გოგონას თვალებში

აი, ასეთი ბედნიერი იყო ბავშვი საყვარელ მამიკოსთან ერთად. შეხედეთ, რამდენი ვარსკვლავი ანთია ერთდროულად ნათიას თვალებში

ეს სწორედ ის ადგილია, სადაც უკანასკნელი ფოტო გადაიღო მამიკოსთან ჩახუტებულმა ბავშვმა. ახლა კი დაობლებული გოგონა ასე მარტო ზის სკამზე. აღარ ელოდება საყვარელ მამიკოს, რადგან იცის, რომ ის აღარასდროს, აღარასდროს დაბრუნდება…

ეს გააკეთა 170 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.