მეშინია, რომ ამ ზამთარს ვერ გადავიტან!
საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარი მოხუცი პარალიზებული ქალბატონი მარინა კაპანაძეა. ემოციური, თბილი და ყურადღებიანი..

- შეგროვდა
- 1 156 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 86
- კამპანია გაიხსნა
- 11 ოქტომბერი, 2016
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარი მოხუცი პარალიზებული ქალბატონი მარინა კაპანაძეა. ემოციური, თბილი და ყურადღებიანი, თვალცრემლიანი უსაყვარლესი ბებია.
თბილისში დაიბადა, შექმნა ოჯახი, მუშაობდა კავშირგაბმულობის სამინისტროში. ორი წლის წინ მისი ჩვეული აქტიური ცხოვრება მოულოდნელად დასრულდა: მას ინსულტი დაემართა, წაერთვა მარცხენა ხელ-ფეხი და ახლა იგი საწოლიდან ვერ დგება. ნებისმიერი მოძრაობა დიდ ტკივილს ანიჭებს. დამოუკიდებელი, ენერგიული ქალი, რომელიც ყოველთვის სხვებს ეხმარებოდა, ახლა საკუთარ თავზეც კი ვერ ზრუნავს.
„ერთადერთი ოცნება მაქვს… კვლავ ფეხზე დავდგე და არავის დავაწვე ტვირთად“ ამბობს ქალბატონი მარინა და ცრემლებს ვერ იკავებს.
სამკურნალოდ საშუალება არ აქვს, მიზერული პენსია წამლებსა და კომუნალურ გადასახადებში ეხარჯება. საკვები მისთვის სოციალური სასადილოდან მოაქვთ.
ეს გააკეთა 86 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.