ყოველი დღე ჯოჯოხეთია და ყოველი წამი მნიშვნელოვანია: დაეხმარეთ პატარაგიოს, ტანჯვის გარეშე…
გიომ კლინიკური სიკვდილი ზედიზედ ოთხჯერ გადაიტანა! უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა განიცადა დედამ, როდესაც უყურებდა, ხელებში როგორ უკვდებოდა შვილი — ამას მტერსაც არ ვუსურვებთ!

- შეგროვდა
- 5 572 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 474
- კამპანია გაიხსნა
- 10 დეკემბერი, 2024
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
გიომ კლინიკური სიკვდილი ზედიზედ ოთხჯერ გადაიტანა! უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა განიცადა დედამ, როდესაც უყურებდა, ხელებში როგორ უკვდებოდა შვილი — ამას მტერსაც არ ვუსურვებთ! ამ სულისშემძვრელი სანახაობის შემდეგ საბრალო ქალს დიაბეტიდაემართა.
მეგი, გიოს დედა (46 წლის): „ეს ჩემი ჯვარია და უნდა ვზიდო“.
გიო ჯანმრთელი დაიბადა, მაგრამ ცხოვრება უკუღმართად დატრიალდა. ორი წლის ასაკში ბიჭუნას დაუსვეს ეპილეფსიის დიაგნოზი, რომელთან გამკლავებაც შეუძლებელია. მოგვიანებით კიდევ რამდენიმე საშინელი დიაგნოზი დაუდგინდა: ცერებრული დამბლა, აუტიზმი. მისი მდგომარეობა დღითი დღე მძიმდებოდა. დღეში 10-ჯერ კრუნჩხვები ემართება, რასაც ვერცერთი წამალი ვერ შველის. ბავშვს აუცილებლად სჭირდება გამოკვლევა და მკურნალობის ახალი გეგმის შედგენა, მაგრამ ექიმთან წასასვლელი ფული არ აქვთ. ოჯახი გიოს ინვალიდობის პენსიით და სოციალური შემწეობით არსებობს. საკვებზეც კი არ ჰყოფნით ეს თანხა. ამიტომ მძიმედ დაავადებული გიო, მისი და და დედიკო იძულებული არიან, იშიმშილონ. უფლის წყალობით, საჭმელი სოციალური სასადილოდან მაინც მოაქვთ, თორემ…
მეგი, გიოს დედა (46 წლის): „კეთილო ადამიანებო, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამიგებთ, თუ თავადაც მშობლები ხართ! დედას ხომ შვილის გარეშე ვერ წარმოუდგენია ცხოვრება! გთხოვთ, დამეხმაროთ ჩემი შვილის სიცოცხლის გადარჩენაში! ღმერთმა დაგლოცოთ!
ეს გააკეთა 474 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.