• კამპანია დახურულია
  • გორი
  • ოჯახები
  • გაიხსნა: 5 დეკემბერი, 2024

მიუხედავად იმისა, რომ თავადაც ძალიან შიოდა, სამი წლის გიორგიმ პურის ერთადერთი ნატეხი ფონდის…

ეს სამი წლის გიორგია. ბავშვს შია, სახლში კი მხოლოდ ერთი ნაჭერი პურია. მშიერმა ბიჭუნამ გემრიელად დაიწყო პურის ჭამა, თუმცა მოულოდნელად გაჩერდა...

მიუხედავად იმისა, რომ თავადაც ძალიან შიოდა, სამი წლის გიორგიმ პურის ერთადერთი ნატეხი ფონდის…
შეგროვდა
10 223 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
678
კამპანია გაიხსნა
5 დეკემბერი, 2024
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

ეს სამი წლის გიორგია. ბავშვს შია, სახლში კი მხოლოდ ერთი ნაჭერი პურია. მშიერმა ბიჭუნამ გემრიელად დაიწყო პურის ჭამა, თუმცა მოულოდნელად გაჩერდა… დიდი ცისფერი თვალები ფონდის კორესპონდენტს მიაპყრო, მერე კი პურის ერთადერთი ნატეხი მორცხვად გაუწოდა: „დეიდა, შენც ხომ გშია? ჭამე“. ამ კეთილი ბიჭუნას ტანსაცმელი ისეთი ძველია, რომ ნაგავსაყრელზეც კი უკეთესს ნახავთ. ბიჭუნა ავად არის, მაღალი სიცხე და გრიპი აქვს, მაგრამ უფულობის გამო მარტოხელა დედა წამალს ვერ ყიდულობს.

ბავშვი გაჭირვებას, ავადმყოფობას ვეღარ უძლებს და გულამოსკვნილი ტირის

შეხედეთ ამ თვალებს, თუნდაც მხოლოდ წამიერად შეხედეთ! ფიქრობთ, ეს დრამატული ფილმის კადრია? არა. ვერცერთი მსახიობი როლისთვის თვალებით ვერ გადმოსცემს იმხელა ტკივილს, როგორიც ამ პატარა ანგელოზის თვალებშია. არადა, ის ხომ ჯერ სულ რაღაც სამი წლისაა.

ეს კი გიორგის დაიკოა, 7 წლის ნინი

ეს გააკეთა 678 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.